ტონდუჩონი (კორ.동두천시?, 東豆川市?) — ქალაქი კიონგიდოს პროვინციაში, სამხრეთი კორეა. მდებარეობს ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან, რის გამოც მილიტარიზებულია. სეულის დაცვის მჯაჭვში წარმოადგენს სტრატეგიულ ცენტრს. აქ განლაგებულია რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზა.
ქალაქი მდებარეობს სამხრეთ კორეის ჩრდილოეთით, ჩრდილოეთი კორეის საზღვართან. ჩრდილოეთით ესაზღვრება იონჩონი, სამხრეთითა და დასავლეთით იანჯუ, აღმოსავლეთით პაჯუ. ლანდშაფტი ძირითადად მთიანია.