ტოკუგავას ხელოვნების მუზეუმი
ტოკუგავას ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
徳川美術館 | |
35°11′01″ ჩ. გ. 136°55′59″ ა. გ. / 35.18369194° ჩ. გ. 136.93318889° ა. გ. | |
დაარსდა | 1931 წ. |
ქვეყანა | იაპონია |
დამაარსებლები | მარკიზ ტოკუგავა იოშიჩიკა |
მდებარეობა | Tokugawachō |
ოფიციალური საიტი | tokugawa-art-museum.jp/en/ |
ტოკუგავას ხელოვნების მუზეუმი ასახავს ხელოვნების ნიმუშების საუკეთესო კოლექციას, რომელიც მემკვიდრეობით ერგო ედოს პერიოდის, დაიმიოს, ოვარი ტოკუგავას ოჯახს. მუზეუმი დაარსდა 1931 წელს ნაგოიაში, საზოგადოებისთვის კი მუზეუმი 1935 წელს გაიხსნა, მარკიზ ტოკუგავა იოშიჩიკას, ოვარი ტოკუგავას ოჯახის მე-19 თაობის ხელმძღვანელის შემოწირულობის საფუძველზე, რომელსაც სურდა, რომ დაიმიოს კულტურა მომავალი თაობებისთვის გადაეცა.[1][2]
კოლექცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლექცია გამდიდრა ოჯახის მემკვიდრეობით მიღებული საგანძურით, სხვა დაიმიოს ოჯახების (სიოგუნას ოჯახი ან ტოკუგავას ოჯახის კიის განშტოება) გაყიდული ნამუშევრების შეძენით, ასევე მრავალი შემოწირულობის წყალობით, ოკაია და ტაკამაცუს ოჯახებისგან. 1987 წელს, შემოდგომაზე, მუზეუმის 50 წლის ფარგლებში დასრულდა მუზეუმის გაფართოება და სარემონტო სამუშაოები, მუზეუმს დაემატარა გალერეები და ამან მას საშუალება მისცა ძვირფასი საგანძურის უფრო მეტად თვალსაჩინოთ გამოფენის. კოლექცია 10000-ზე მეტ ნივთს შეიცავს, კოლექციის ცხრა ელემენტი ეროვნული საგანძურია, ასევე 59 ნივთი რეგისტრირებულია, როგორც მნიშვნელოვან საკუთრებად, ხოლო 46 ნივთი აღიარებულია ხელოვნების მნიშვნელოვან ობიექტად. მუზეუმის კოლექცია ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით, ხარისხით და შენარჩუნების ხარისხიანობით. მიუხედავად დაიმიოს ოჯახის სახლების დარბევისა და არეულობის, ომის დროს მემკვიდრეობითი საგანძურის დაკარგვისა, ტოკუგავას ხელოვნების მუზეუმის კოლექცია თითქმის ერთადერთია იაპონიაში, რომელიც დაიმიოს კულტურის საგანძურის ამხელა მოცულობას ინახავს. მუზეუმი უნიკალურია იმით, რომ მას აქვს კვლევითი ინსტიტუტი, სატყეო მეურნეობის ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც აწარმოებს კვლევებს, საგამომცემლო სამუშაოებს, ტოკუგავას ოჯახის მემკვიდრეობის ხელნაწერებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით. ნაგოიას სასახლის მეორე მხარე (ნინომარუ გოტენი) წარმოგვიჩენს თუ როგორ ცხოვრობდნენ დაიმიოს ოჯახი და როგორი იყო მათი ცხოვრების წესი და კულტურა. შესაბამისად ვიზიტორს საშუალება ეძლევა ხელოვნების ნიმუშები იმ სივრცეში მოინახულოს, რომელშიც ის გამოიყენებოდა, ეს კი დამთვალიერებელს საკითხის უკეთ გათვიცნობიერებაში და შეფასებაში ეხმარება. ძველ მთავარ დარბაზში, რომელიც განსაზღვრულია, როგორც მატერიალური კულტურული საკუთრება, იმართება სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული გამოფენები. 2004 წელს გარემონტდა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია, როგორც ტრადიციული დაიმიოს ბაღი, ანუ ტოკუგავაენის ბაღი. ტოკუგავას ხელოვნების მუზეუმი არის ერთადერთი იაპონიაში, რომელსაც შეუძლია გაგვცეს პასუხი კითხვებზე: რა სახის ნივთებს იყენებდნენ დაიმიოს ოჯახში? როგორი იყო დაიმიო გვიანი ედოს პერიოდში? [3]
სენპუს ანდერძი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი ტოკუგავა იეიასუს მემკვიდრეობას ასახავს. ის 1616 წლის 17 აპრილს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თავისი ცხოვრების ბოლო წლები სუნპუს ციხესიმაგრეში გაატარა, რომელიც ინახავდა უამრავ საგანძურს: ხმლებს, ჯავშანს, ჩაის, სარკმევლის ჭურჭელს და სხვა ხელოვნების ნიმუშებს. ოვარი ტოკუგავას კლანი და შესაბამისად თავად იეიასუც, იარაღსა და ჯავშანს, თვლიდა და აღიქვამდა, როგორც სამურაის სულის ყველაზე დიდ სიმბოლოს და აქედან გამომდინარე ყველაზე პრესტიჟულ ნივთს.[4] მისი გარდაცვალების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული ეს ნივთები ოვარის, კიის და მიტო ტოკუგავას განშტოებებს გადაეცათ. ამ ნივთებს კი „სუნპუს ანდერძი“ ეწოდა, ის მოიცავდა ნიმუშებს, რომლებმაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ხელში გაიარეს, როგორებიც არიან სენ ნო რიკიუ, აშიკაგა იოშიმასა, ოდა ნობუნაგა და სხვები. მომდევნო წლებში კოლექციას მეუღლის საყვარელი ნივთებიც შეემატა, მეიჯის პერიოდიდან კი, როგორც უკვე ზემოთ იქნა აღნიშნული, შემოწირულობებით და შესყიდვებით კოლექცია ათი ათასამდე ობიექტამდე შეივსო. [1]
მუზეუმი დღესაც აქტიურად ფუნცქციონირებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Appeal of the Tokugawa Art Museum, A Collection that Enlivens Edo-period Daimyō Culture, The Tokugawa Art Museum
- ↑ The Tokugawa Art Museum, Google Arts & Culture
- ↑ History of the Museum, The Tokugawa Art Museum
- ↑ Arms and Armor in Owari Tokugawa Family, Google Arts & Culture