ტობოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტობოლი
Река Тобол - panoramio.jpg
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები

კოსტანაის ოლქი


კურგანის ოლქი, ტიუმენის ოლქი
ქალაქები ლისაკოვსკი, რუდნი, კოსტანაი, კურგანი, იალუტოროვსკი, ტობოლსკი
მარჯვენა შენაკადები უბაგანი, სუერი, ტაპი
მარცხენა შენაკადები აიატი, ტუი, ისეტი, ტურა, ტავდა
სათავე ქოქფექთისაისა და ბოზბიეს შეერთება
51°28′00″ ჩ. გ. 61°00′31″ ა. გ. / 51.46667° ჩ. გ. 61.00861° ა. გ. / 51.46667; 61.00861
შესართავი ირტიში
58°09′14″ ჩ. გ. 68°12′55″ ა. გ. / 58.15389° ჩ. გ. 68.21528° ა. გ. / 58.15389; 68.21528
სიგრძე 1591 კმ
აუზის ფართობი 426 000 კმ²
მდინარის სისტემა ირტიშიობიკარის ზღვა
ტობოლი — რუსეთი
ტობოლი
ტობოლი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg ტობოლი ვიკისაწყობში

ტობოლი (ყაზახ. Тобыл, რუს. Тобол) — მდინარე ყაზახეთსა და რუსეთში; ირტიშის (ობის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1591 კმ, აუზის ფართობი 426 ათასი კმ². ყაზახეთში ტობოლის აუზში მდებარეობს ვრცელი გაუდინარი არე (62 000 კმ²). სათავეს იღებს მდინარეების ქოქფექთისაისა და ბოზბიეს შეერთების შედეგად. ზემო წელზე მიედინება თურღაის პლატოზე და აქვს მთის მდინარის ხასიათი, შუა და ქვემო წელზე — დასავლეთ ციმბირის ვაკეზე, ფართო ტერასულ ხეობაში, სადაც 5 კმ-მდე სიგანის ჭალები და მრავალი ნამდინარევი ტბაა. ქალაქ ტობოლსკთან ერთვის ირტიშს. ტობოლის აუზში დაახლოებით 20 000 ტბაა საერთო ფართობით 9000 კმ². დიდი შენაკადებია: უბაგანი, სუერი, ტაპი (მარჯვენა); აიატი, ტუი, ისეტი, ტურა, ტავდა (მარცხენა). უპირატესად იკვებება თოვლის წყლით (წლიური ჩამონადენის 60%), ქვემო წელზე იზრდება წვიმის წყლის წილი. ყველაზე ჭარბწყლიანი პერიოდია მაისიდან და ივნისამდე, მცირეწყლიანი — აგვისტოდან მარტამდე. ქვემოთში წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი 810 მ³/წმ-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა — 25,6 კმ³),[1] შესართავში — 805 მ³/წმ (მაქს. 6350 მ³/წმ), ზემოთში — 26,2 მ³/წმ (მაქს. 348 მ³/წმ). საშუალო სიმღვრივე — 260 გ/მ³. წელიწადში ჩამოაქვს 1600 ტონა ნატანი.[2] იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილში. მდინარის და მის შენაკადთა წყალი გამოიყენება წყალმომარაგებისა მიზნით და სარწყავად. ყაზახეთის ტერიტორიაზე მასზე მდებარეობს მრავალწლოვანი რეგულირების ზემო ტობოლისა და ყარათომარის წყალსაცავები; რუსეთის ტერიტორიაზე — სეზონური რეგულირების კურგანის წყალსაცავი. სანაოსნოა შესართავიდან მდინარე ისეტის შერთვამდა (437 კმ). მის ნაპირებზეა ქალაქები: ლისაკოვსკი, რუდნი, კოსტანაი (ყაზახეთი), კურგანი, იალუტოროვსკი, ტობოლსკი (რუსეთი).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Михайлова М. В. Тобол // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 207.
  2. Тобол // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.