ტურა (მდინარე)
იერსახე
ტურა | |
---|---|
სხვა სახელი | დოლგაია |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | სვერდლოვსკის ოლქი, ტიუმენის ოლქი |
ქალაქები | ვერხნაია-ტურა, ნიჟნაია-ტურა, ვერხოტურიე, ტურინსკი, ტიუმენი |
სათავე | 58°23′05″ ჩ. გ. 59°20′05″ ა. გ. / 58.38472° ჩ. გ. 59.33472° ა. გ. |
შესართავი |
ტობოლი 57°12′41″ ჩ. გ. 66°57′11″ ა. გ. / 57.21139° ჩ. გ. 66.95306° ა. გ. |
სიგრძე | 1030 კმ |
აუზის ფართობი | 80 400 კმ² |
მდინარის სისტემა | ტობოლი → ირტიში → ობი → კარის ზღვა |
წყლის ხარჯი (მინ.) | 8,6 მ³/წმ |
წყლის ხარჯი (მაქს.) | 3330 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ტურა ვიკისაწყობში |
ტურა (რუს. Тура), დოლგაია (რუს. Долгая) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკისა და ტიუმენის ოლქებში; ტობოლის (ობის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1030 კმ, აუზის ფართობი 80 400 კმ². სათავეს იღებს შუა ურალზე, მიედინება დასავლეთ ციმბირის ვაკეზე. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. წყალდიდობა იცის აპრილიდან ივლისამდე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 184 კმ-ში — 177 მ³/წმ, უდიდესი — 3330 მ³/წმ, უმცირესი — 8,6 მ³/წმ (მარტის ბოლოს). იყინება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში, ლღვება აპრილში – მაისის პირველ ნახევარში. ძირითადი შენაკადებია: სალდა, ტაგილი, ნიცა, პიშმა (მარჯვენა). დასაცურებელია. სანაოსნოა შესართავიდან 753 კმ-ზე. მდინარეზეა 3 წყალსაცავი (საერთო ფართობი 23 კმ²), ქალაქები: ვერხნაია-ტურა, ნიჟნაია-ტურა, ვერხოტურიე, ტურინსკი, ტიუმენი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Тура // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.