ტირანოვების კოშკი
იერსახე
ტირანოვების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა როკში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფიქალით, ფლეთილი ქვითა და კირის დუღაბით. კარი გაჭრილია სამხრეთით მეორე სართულის დონეზე. სარკმლები ოთხივე კედელშია დატანებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004