ტირაკეს პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
ტირაკეს პროვინცია Provincia de Tiraque | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 17°20′00″ ს. გ. 65°55′00″ დ. გ. / 17.33333° ს. გ. 65.91667° დ. გ. |
ფართობი | 1 739 კმ² |
მოსახლეობა | 35 017 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 52.1 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
![]() | |
ტირაკე — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. პროვინცია ბოლივიის კორდილიერის მაღალმთიანეთიდან დაბლა ეშვება და მდინარე ჩაპარეს ტროპიკულ დაბლობებზე იშლება. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 50 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 65 კმ-ზე, საერთო ფართობი კი 1 739 კმ²-ია.
2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 35 017 ადამიანს შეადგენდა. მათი 96.2%-თვის მშობლიური ენა კეჩუაა.
ტირაკეს პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია ტირაკე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- www.bolivia.com
- პროვინციის დეტალური რუკა დაარქივებული 2012-05-04 საიტზე Wayback Machine.
- ბოლივიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- კოჩაბამბის პროვინციის სოციალური მონაცემები დაარქივებული 2010-11-13 საიტზე Wayback Machine.
კოორდინატები: 17°20′ ს. გ. 65°55′ დ. გ. / 17.333° ს. გ. 65.917° დ. გ.
|