აიოპაიის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აიოპაიის პროვინცია
Provincia de Ayopaya
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 16°45′00″ ს. გ. 66°55′00″ დ. გ. / 16.75000° ს. გ. 66.91667° დ. გ. / -16.75000; -66.91667
ფართობი 9 620 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,413 მეტრი
მოსახლეობა 60 959 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 6.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4
Bolivia Cochabamba Ayopaya.png

აიოპაია — პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. ესაზღვრება ლა-პასისა და ბენის დეპარტამენტებს. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 60 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 150 კმ-ზე. საერთო ფართობი 9 620 კმ²-ია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 60 959 ადამიანს. მათი45.8% 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. მოსახლეობის 47.5% ლაპარაკობს ესპანურად, , 97.2% -თვის მშობლიური კეჩუას ენაა, 13.1% აიმარაზე. 58.8% წერა-კითხვის მცოდნეა. 85.1% კათოლიკეა, 13.5% პროტესტანტი.

აიოპაიის პროვინცია მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია.

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია ინდეპანდანსია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]