ტინის სერის ნამოსახლარები და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტინის სერის ნამოსახლარები და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანის ჩრდილოეთით, ცივგომბორის ქედის სამხრეთი ფერდის მთისწინა ზოლში, ბუნებრივია პატარა ბორცვზე, რომელსაც თხემი მოსწორებული აქვს.

პირველი ნამოსახლარი ტინის სერი I განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანას. ამ ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები მხოლოდ ბორცვის თხემის მოსწორებულ ნაწილში აღმოჩნდა. მეორე ნამოსახლარი ტინის სერი II მდებარეობს ტინი სერი I-ის აღმოსავლეთით 300 მეტრზე. განეკუთვნება ძვ. წ. II და I ათასწლეულის მიჯნას. ნამოსახლარი წარმოადგენს ბუნებრივ თხემმოსწორებულ ბორცვს. რომელსაც გარშემო ფართო ტერასა შემოსდევს. ნამოსახლარი ბორცვის თხემზე თიხის ჭურჭელის რამდენიმე ფრანგმენტი და ნამგლის კაჟის ერთი ჩასართი აღმოჩნდა. სამაროვანი მდებარეობს მისი თანადროული გორანამოსახლარ ტინის სერი II-იდან 300-400 მეტრზე. ნამოსახლარის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მთის ფერდზე. ძლიერაა დაზიანებული, რადგანაც მის ტერიტორიაზე სოფლის მცხოვრებთა სახლები და საკარმიდამო ნაკვეთებია. სამარხები წარმოადგენს ოთკუთხა ორმოს რომლებიც სიგრძივ დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. მიცვალებულები დასვენებულია მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოხრილი კიდურებით. თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. სამარხებში ჩონჩხთან აღმოჩნდა ლითონისა და ქვის სამკაულები, ლითონის იარაღი, ჩონჩხის ირგვლივ განლაგებული თიხის ჭურჭელი. შემთხვევით მონაპოვარში გამოირჩევა ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის მასალები. ბრინჯაოს მთლიანმასრიანი შუბისპირები, მასრაზე ორი რელიეფრი სარტყლით, ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევრები, ბრინჯაოს მახვილი, რკინის შუბისპირი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]