ტეილორ ჰილი
ტეილორ ჰილი | |
---|---|
ტეილორ ჰილი 2015 წელს | |
დაბადების სახელი | ტეილორ მარია ჰილი |
დაბადების თარიღი |
5 მარტი, 1996 პალატინი, ილინოისი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მოდელი |
აქტიური | 2012-დღემდე |
დამსაქმებელი |
|
სიმაღლე | 179 სმ |
წონა | 55 კგ |
ტეილორ მარია ჰილი (ინგლ. Taylor Hill; დ. 5 მარტი, 1996) — ამერიკელი მოდელი და ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი 2015 წლიდან. თანამშრომლობს ისეთ სამოდელო სააგენტოებთან როგორიცაა: „IMG Models“, „Modelwerk“ (ჰამბურგი), „Visage Management“, „White Cross Management“ (ლოს-ანჯელესი).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტეილორ მარია ჰილი 1996 წლის 5 მარტს დაიბადა ილინოისის შტატში, გაიზარდა კოლორადოში.[1] ბავშვობისას, სანამ მოდელობას დაიწყებდა, ტანმოვარჯიშე იყო. მას ჰყავს ორი ძმა: ლოგანი და ჩეისი, და ერთი და მაკენლი, მაკენლი და ჩეისი ასევე მოდელები არიან. 16 წლის ასაკში მან დაამთავრა პომონას საშუალო სკოლა, არვადაში.[2] გარდა ამისა, იგი გატაცებული იყო ხატვით. ბავშვობაში მისი სიმაღლე და წონა, სხვა ბავშვებთან შედარებით, ხშირად იწვევდა ეჭვს, რომ იგი ანორექსიით იყო დაავადებული.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი სამოდელო კარიერა, 14 წლის ასაკში დაიწყო,[3][4] როდესაც ფოტოგრაფმა ჯიმ ჯორდანმა შეამჩნია და მას თანამშრომლობა შესთავაზა.[5] 2013 წელს Intimissimi-ის კატალოგში გამოჩენით მან პირველი ნაბიჯი გადადგა სამოდელო კარიერაში. იგი მონაწილეობას იღებდა Forever 21-ის ბეჭდურ კამპანიებში.[6].
2014 წელს ტეილორი H&M-ისთვის მოდელობდა.[7] 2014 წელს, 18 წლის ასაკში, ვიქტორია სეკრეტის მოდის კვირეულზე პირველად მიიღო მონაწილეობა და „Rosa Cha“-ის ერთ-ერთი სახე გახდა ერინ ჰიტერტონთან, ფრიდა გუსტავსონთან და ბარბარა პალვინთან ერთად. 2015 წელს ტეილორი ყველაზე პერსპექტიულ მოდელად დასახელდა.[8] ამავე წელს მან ღონისძიება Victoria's Secret PINK-ს უმასპინძლა[9] და გახდა ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი.[10] 2015 წლის აგვისტოში იგი წლის მოდელად დასახელდა Fashion Media Awards-ზე.[11]
2014 წელს, ფილმ Hollywood Temptations-ში ჯესიკას როლის შესრულებით, თავის სამსახიობო კარიერაში დებიუტი შექმნა, ხოლო 2016 წელს იგი გამოჩნდა, ნიკოლას ვინდინგ რეფნის ფილმში, სახელად: „The Neon Demon“-ში, სადაც მან მოდელის როლი მოირგო. იგი მოხვდა Forbes-ის „მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების“ სიაში, ტეილორის სავარაუდო შემოსავალი 2015 და 2016 წლებში 4 მილიონ დოლარს შეადგენდა. 2016 წლის ივლისში, იგი გახდა ფრანგული სილამაზის ბრენდის, „Lancôme“-ს ახალი სახე.
ამავე წელს ტეილორი გახდა კოლინსის სახე ცნობილ თურქ მსახიობთან ჩაღათაი ულუსოისთან ერთად.
მან ისეთი ბრენდების კამპანიების გადაღებებში მიიღო მონაწილეობა როგორებიცაა : „H&M“, „Bebe“, „Blugirl“, „Byblos“, „DKNY“, „Ground Zero“, „Mara Hoffman“, „Mila Schön“, „Milly“, „Ostwald Helgason“, „Rachel Zoe“, „Rebecca Minkoff“.
ამის შემდგომ ტეილორი პარიზის, მილანისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე მონაწილეობას იღებს ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა: ვერსაჩე, ვალენტინო, შანელი, მიუმიუ, მაიკლ კორსი, ჟივანში, რალფ ლოურენი, არმანი, დოლჩე და გაბანა, ბალმაინი, მარკ ჯეიკობსი და სხვა. ის ასევე ჯიმი ჩოს, მაიკლ კორსის, ჯოის ჯინსის და კიდევ რამდენიმე ბრენდის სახეა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჟურნალების, „MarieClaire“ , „Elle Australia“, „Glamour UK“, „Glamour France“, „Elle Italy“, „Elle France“-ის გარეკნები დაამშვენა. მიუხედავად იმისა რომ ტეილორი არც თუ ცნობილი სახეა სამოდელო ბიზნესში და მის შესახებ არცთუ ბევრი ფაქტია ცნობილი, მისი სახასიათო გარეგნობის გამო მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტეილორ ჰილი დაარქივებული 2020-02-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Liana Satenstein. (2014-12-01) Meet 7 New Faces of the Victoria’s Secret Fashion Show. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-07. ციტირების თარიღი: 2015-07-11.
- ↑ Taylor Hill Is The Youngest Victoria’s Secret Model And ‘The One To Watch’. Inquisitr (2015-05-09). ციტირების თარიღი: 2015-07-11.
- ↑ Constanza Espinoza. (November 26, 2014) Taylor Marie Hill: la nueva promesa de la industria de la moda es. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 17, 2015. ციტირების თარიღი: February 17, 2015.
- ↑ Chanel Adams. (May 9, 2015) Taylor Hill Is The Youngest Victoria’s Secret Model And ‘The One To Watch’. ციტირების თარიღი: May 18, 2015.
- ↑ Liana Satenstein. (December 1, 2014) Meet 7 New Faces of the Victoria’s Secret Fashion Show. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 7, 2015. ციტირების თარიღი: February 17, 2015.
- ↑ Moti Ankari. (2015-03-15) Meet Taylor Hill, the Young Model Who Won Fashion Week. Bloomberg News. ციტირების თარიღი: 2017-03-11
- ↑ Taylor Hill Models Loungewear for H&M Shoot by Hasse Nielsen (April 1, 2014). ციტირების თარიღი: February 17, 2015.
- ↑ Tia. (February 11, 2015) Taylor Hill is our Model of the Year. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 17, 2015. ციტირების თარიღი: February 17, 2015.
- ↑ Danielle Prescod. (February 14, 2015) Victoria's Secret Model Taylor Hill Shares her Foolproof Date Night Tips. ციტირების თარიღი: February 17, 2015.
- ↑ Mackenzie Wagoner. (April 28, 2014) Exclusive! Taylor Hill on Becoming a Victoria’s Secret Model—and How to Get a Bombshell Body. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 8, 2015. ციტირების თარიღი: April 28, 2015.
- ↑ Carlson, Jane. (August 20, 2015) DAILY FRONT ROW FASHION AWARDS ANNOUNCE WINNERS (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: September 11, 2016.