ტახტის დახმარების ასოციაცია
ტახტის დახმარების ასოციაცია (ტაისეი იოკუსანკაი, იაპონ. 大政翼賛会) — იაპონური პოლიტიკური გაერთიანება 1940—1945 წლებში. [1]
შეიქმნა 1940 წელს, სხვა პარტიების გაუქმების შემდეგ. ტახტის დახმარების ასოციაციასმართავდა მდივანი, რომელიც ხდებოდა პრემიერ-მინისტრი. პრეფექტურებში, ქალაქებში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებობდა ადგილობრივი დანაყოფები. ადმინისტრაციულ აპარატს ნიშნავდა მდივანი ერთი წლის ვადით. როგორც წესი, პრეფექტურების, სოფლებისა და ქალაქების მმართველები იყვნენ ასევე ასოციაციის შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები.[1]
ტახტის დახმარების ასოციაციას ემორჩილებოდა რამდენიმე სხვა მასობრივი ორგანიზაცია (დიდი იაპონიის ახალგაზრდული პარტია, სამშობლოს მსახურების ასოციაცია და სხვ.) 1945 წლის 13 ივნისიდან, იაპონიის კაპიტულაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ასოციაცია გაუქმდა. [1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 ტახტის დახმარების ასოციაცია- iaponeli.wordpress.com-ზე