Tatra K2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტატრა K2)
Jump to navigation Jump to search
ტატრა K2 ბრნოში
ტატრა K2 ბრნოში
ტატრა K2 ბრნოში, ბოლო გაჩერებაზე
ტატრა K2 ბრატისლავაში
სვლა–გეზის ტაბლოიანი ტატრა K2YU ბრნოში

Tatra K2 — ჩეხური წარმოების, ორნაკვეთურიანი (ორსექციური), სამურიკიანი (ექვსღერძიანი), შესახსრული ტრამვაის ვაგონი.

ტატრა K2 არის კომპანია ČKD Tatra–ს მიერ აგებული პირველი შესახსრული ტრამვაის ვაგონი, წარუმატებელი, ექსპერიმენტული ტატრა K1–ის შემდეგ, რომელიც წარმოებაში არ ჩაშვებულა. ტატრა K2 შეიქმნა ტატრა K1–ის ელექტროაღჭურვილობის ნაკლოვანებათა გათვალისწინებით, ტატრა T3–ზე დაყრდნობით. ვაგონს აქვს ტატრა T3–ის ანალოგიური დიზაინი, ნახევრადგადადენადი, მომრგვალებული ფორმებით და 1950–იანი წლების მოდის, ძარადან გამოწეული, მრგვალი ფარებით. ამ ტიპის პირველი ვაგონი 1966 წელს აიგო და ის თავიდან პრაღის ქსელში მუშაობდა (#7000). გარკვეული დროის შემდეგ ეს ვაგონი მოსტში ჩაიტანეს, საბოლოოდ კი იგი ბრნოს გადაეცა. ტატრა K2–ები წლების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა და მათი უმრავლესობა დღემდე ექსპლუატაციაშია. ვაგონების უმრავლესობას ჩატარებული აქვს გადაიარაღება (ე.წ. მოდერნიზაცია).

ტატრა K2–ების ყველაზე მსხვილი მყიდველი ბრნო იყო. სწორედ ამ ქალაქში დაიწყეს პირველად მათი განახლება. განახლებული ვაგონები აღიჭურვა თანამედროვე ელექტროსისტემებით და კაბინის „შუბლზე“ პრიმიტიული სვლა–გეზის მაჩვენებელი შუქდიოდებიანმა ტაბლომ შეცვალა.

ვარიაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტატრა K2SU[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განკუთვნილია სსრკ–ს ტრამვაის სისტემებისთვის. სულ აგებულია 246 ასეთი ვაგონი. მათი უმრავლესობა 1966–1969 წწ. აიგო.

ტატრა K2YU[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპლუატაციაშია მხოლოდ სარაევოში. სარაევო აღმოჩნდა იუგოსლავიის ერთადერთი ქალაქი, რომელმაც ტატრა K2–ები შეისყიდა. სარაევოში ჩატანის შემდეგ ეს ვაგონები ტატრა K2YU–ებად გადაკეთდა, თუმცა ამ გადაკეთებით მათი ელექტროაღჭურვილობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

მოდერნიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტატრა K2–ის მოდერნიზაციებია: ტატრა K2R, ტატრა K2R-03, ტატრა K2R.03-P, ტატრა K2P, ტატრა K2S, ტატრა K2G, ტატრა K2T, ტატრა K3R-N, ტატრა K3R-NT, ტატრა KT3R, სატრა III.

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიგრძე (ბუფერებამდე): 20,4 მ
  • სიგანე: 2,5 მ
  • სიმაღლე: 3,05 მ
  • წონა: 21,9 ტ
  • მაქსიმალური რეკომენდებული სიჩქარე: 60 კმ/სთ
  • დაგილების რაოდენობა: 158
    • დასაჯდომი ადგილები: 50
    • დასადგომი ადგილები: 108
  • ლიანდაგის სიგანე: 1 000/ 1 435/ 1 525 მმ
  • მოტორები: TE 022
  • მოტორების სიმძლავრე: 4 x 40 kW
  • ელექტროაღჭურვილობა: odporová UA12
  • ძაბვა: 600 V

გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ აგებულია 567 ვაგონი.

ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები (მიღებისას) შენიშვნა
სარაევო სარაევოს ტრამვაი ტატრა K2YU 1973–1983 90 ვაგონი[1] 201–290  

ჩეხეთის დროშა ჩეხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები (მიღებისას) შენიშვნა
ბრნო ბრნოს ტრამვაი K2 1967–1983 120 ვაგონი[2] 601–607, 1008–1117
  ტატრა K2YU 1983 15 ვაგონი[3] 1118–1132  
ოსტრავა ოსტრავას ტრამვაი K2 1967–1969 8 ვაგონი[4] 802–809  
  ტატრა K2YU 1983 2 ვაგონი[4] 810–811  

რუსეთის დროშა რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები (მიღებისას) შენიშვნა
ეკატერინბურგი ეკატერინბურგის ტრამვაი ტატრა K2SU 1967–1969 20 ვაგონი[5] 801–820  
მოსკოვი მოსკოვის ტრამვაი ტატრა K2SU 1967–1970 60 ვაგონი[6] 151–211 156–ის გარდა
ნოვოსიბირსკი ნოვოსიბირსკის ტრამვაი ტატრა K2SU 1967–1969 36 ვაგონი[7] 121–156  
დონის როსტოვი დონის როსტოვის ტრამვაი ტატრა K2SU 1968 5 ვაგონი[8] 1001–1005  
სამარა სამარას ტრამვაი ტატრა K2SU 1967–1969 30 ვაგონი[9] 1001–1030  
ტულა ტულას ტრამვაი ტატრა K2SU 1969–1970 19 ვაგონი[10] 401–419  
უფა უფას ტრამვაი ტატრა K2SU 1968–1969 35 ვაგონი[7]    

სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა ვაგონების სარეგისტრაციო ნომრები (მიღებისას) შენიშვნა
ბრატისლავა ბრატისლავის ტრამვაი ტატრა K2 1969–1977 86 ვაგონი[11] 309–394  
  ტატრა K2YU 1983 3 ვაგონი[11] 7085–7087  

უკრაინის დროშა უკრაინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა სარეგისტრაციო ნომრები შენიშვნა
ხარკოვი ხარკოვის ტრამვაი ტატრა K2SU 1968–1969 40 ვაგონი[12] 1901–1940  

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jähne, Christoph. K2YU německy. Tatrabahn.de. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Bmhd.cz. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Bmhd.cz. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
  4. 4.0 4.1 K2. Mhd-ostrava.cz. ციტირების თარიღი: 2010-01-04.
  5. Kuzněcov, Jevgenij. Tatra K-2 რუსული. E-tram.narod.ru. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
  6. Глава 15. Освоение московских окраин რუსული. Tram.ruz.net. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
  7. 7.0 7.1 Jähne, Christoph. K2SU německy. Tatrabahn.de. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
  8. Rostov-na-Donu, Tatra K2 anglicky. Transphoto.ru. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
  9. Tatra K2 რუსული. Samaratrans.info. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
  10. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Denisov, Denis. რუსული. Tramvaj.tula.su. ციტირების თარიღი: 2009-09-25.
  11. 11.0 11.1 Tatra - ČKD K2 slovensky. Imhd.zoznam.sk. ციტირების თარიღი: 2009-09-24.
  12. Butkovskij, Andrej; Rybka, Andrej. История вагона Tatra-K2 რუსული. Gortransport.kharkov.ua. ციტირების თარიღი: 2009-09-25.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tatra_K2&oldid=3242068“-დან