ტარიფა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტარიფა | |||||
| |||||
ქვეყანა | ესპანეთი | ||||
ავტონომიური გაერთიანება | ანდალუსია | ||||
პროვინცია | კადისის პროვინცია | ||||
კომარკა | კამპო-დე-გიბრალტარის კომარკა | ||||
კოორდინატები | 36°00′55″ ჩ. გ. 5°36′20″ დ. გ. / 36.015306° ჩ. გ. 5.605667° დ. გ. | ||||
მმართველი | Juan Andrés Gil García და Francisco Ruiz Giráldez | ||||
ფართობი | 419.67 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 7±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 18 621 (2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 11380 | ||||
საავტომობილო კოდი | CA | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.aytotarifa.com/ | ||||
ტარიფა (ესპ. Tarifa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში, კადისის პროვინციაში, ანდალუსია. მდებარეობს პირენეს ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მოსახლეობა 18 169 კაცი (2018).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ტარიფა იყო ერთ-ერთი რომაული დასახლება. თუმცა ახლა ფიქრობენ, რომ ეს დასახლება მდებარეობდა დღევანდელი ალხესირასის ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტმა სახელწოდება თარიფ იბნ მალიქის შემოტევის შემდეგ მიიღო 710 წელს. ტარიფას მახლობლად მდებარე სოფელი ბოლონია ასევე დასახლებული იყო რომაულ ხანაში. სოფლის მახლობლად დღესაც გვხვდება რომაული ნანგრევები.
სამხრეთ ესპანეთის მუსულიმების მიერ დაპყრობის შემდეგ ქალაქში X საუკუნეში ციხესიმაგრე შენდება. 1292 წელს იგი დაიპყრო კასტილიის მეფემ სანჩო IV-მ და ორი წლის შემდეგ მან წინააღმდეგობა გაუწია ჩრდილოეთ აფრიკის ისლამური ჯარების ალყას. მუნიციპალიტეტი წინააღმდეგობას უწევდა 1340 წელს მარინიდების კიდევ ერთ ალყას. ნახევარკუნძულის ომის მსვლელობისას ტარიფას ალყა შემოარტყეს ფრანგულმა ჯარებმა 1810 წლის 20 დეკემბერს და შემდეგ 1811 წლის 18 დეკემბერს. ორივე შემოტევისას ქალაქი დაიცვა ბრიტანულმა ჯარებმა გიბრალტარიდან, რადგან ესპანელები და ბრიტანელები მოკავშირეები იყვნენ ფრანგების წინააღმდეგ. 1811–1812 წლებშ ტარიფის ალყის დროს 3 000 დამცავი ჯარისკაცი ჰყავდა, რომელთაგან 1 200 იყო ბრიტანელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National Statistics Institute Municipal Register of Spain of 2023 — 2023.