ტარიელ ლელუაშვილი
ტარიელ ლელუაშვილი (დ. 6 მარტი, 1944) — ქართველი ინჟინერი. საქართველოს დამსახურებული მშენებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წელს დაამთავრა დნეპროპეტროვსკის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერია ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სარკინიგზო ნაგებობათა და სალიანდაგო მშენებლობის სპეციალობით.
1967 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის სპეციალიზებულ ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" თბილისის სამშენებლო სამმართველოში; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, ტრესტის N131 სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1992 წლიდან სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის, სარკინიგზო ვაგზლების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, რკინიგზის N1 და N2 საავადმყოფოების, თემქისა და მუხიანის მასივებში დარგის თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას;
საქართველოში სატრანსპორტო კომპლექსების მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აფხაზეთის ომის პერიოდში აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის :
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 341
- წიგნი ღირსებისა: ტ. 6, თბ., 2003, გვ. 175