ტარბი (ფრინველი)
იერსახე
| ტარბი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Pastor [Sturnus] roseus | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22710881 | ||||||||||
| ||||||||||

ტარბი (ლათ. Pastor [Sturnus] roseus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეული სიგრძე 23 სმ აღწევს. ვარდისფერია, თავი, ფრთები და ბოლო მოლურჯო-შავი აქვს. გავრცელებულია ველებისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში — უნგრეთიდან დასავლეთ ალთაისა და ავღანეთამდე. ზამთრობს ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი (აპრილ-სექტემბერში). ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალში, ქვების ნაშალში და სხვა. დებს 5-6 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 15 დღე-ღამე. დიდი რაოდენობით სპობს კალიას. ხშირად ნომადობს კალიების გუნდებთან ერთად. შემოდგომით ზიანს აყენებს ბაღ-ვენახებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 660.
