ტანზანიის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანზანიის დემოგრაფიული ცვლილება 2005 წლამდე.
ბანტუ და სუკუმა წარმოადგენს ტანზანიის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფებს.

არტიკლი ეხება ტანზანიის მოსახლეობის დემოგაფიულ ისეთ მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნოსი, განათლების დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური კუთვნილება და სხვა ასპექტები.

ტანზანიაში მოსახლეობის განაწილება ძალიან არათანაბარია, უმრავლეობა ცხოვრობს ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ან აღმოსავლეთ სანაპიროზე. სიმჭიდროვე მერყეობს კატავის ოლქში 1 კმ²-ზე 12 ადამიანიდან, დარ-ეს-სალამის ოლქში 3,133 ადამიანამდე. დაახლოებით 70 პროცენტი ცხოვრობს სოფელში. დარ-ეს-სალამი არის ქვეყნის უდიდესი ქალაქი და „დე ფაქტო“ დედაქალაქი, ხოლო ქვეყნის „დე იურე“ დედაქალაქია დოდომა.

ტანზანიაში ცხოვრობს დაახლოებით 125 ეთნიკური ჯგუფი.[1] ბანტუ, სუკუმას, ნიამვეზი, ჯაგა და ჰაიას არიან ის ეთნიკური ჯგუფები რომელთა რაოდენობაც აღემატება მილიონს.[2]:გვ.4

ტანზანიაში დაახლოებით 100 განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, რითიც ის აღმოსავლეთი აფრიკის ყველაზე ლიგვისტურად ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა. ტანზანიაში გავრცელებულია ოთხი აფრიკული ენათა ოჯახი: ბანტუ, ქუშიტური, ნილოტური და კოისანური ენები. სუაჰილი და ინგლისური არის ტანზანის ოფიციალური ენები.[3] სუაჰილი მიეკუთვნება ბანტუს ენების ნიგერო-კონგოს ენების ოჯახს.[4] ქვეყანაში ასევე გავრცელებულია ინდური ენები და პორტუგალიური რომელზეც ძირითადად მოზამბიკელები საუბრობენ.

სქატისტიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ონაცემები ეყრდნობა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მსოფლიო ფაქტების წიგნს.[5]

საშუალო ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით: ჯამში: 17.3 წელი.
კაცი: 17.0 წელი
ქალი: 17.6 წელი

სქესობრივი კოეფიციენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით: დაბადებისას: 1.03 კაცი/ქალი
0-14 წლის: 1.02 კაცი/ქალი
15–54 წლის: 1.00 კაცი/ქალი
55-64 წლის: 0.75 კაცი/ქალი
65 წლის და ზევით: 0.76 კაცი/ქალი
ჯამში: 0.99 კაცი/ქალი

სიცოცხლის ხანგრძლივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით: ჯამში: 60.76 წელი
კაცი: 59.48 წელი
ქალი: 62.09 წელი

წიგნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 და ზევით ასაკის მოსახლეობის სუაჰილზე, ინგლისურად ან არაბულად წერის და კითხვის უნარი (2003 წლის მონაცემები):
ჯამში: 69.4%
კაცი: 77.5%
ქალი: 62.2%

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]