ტაკეში კიტანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტაკეში კიტანო
Takeshi Kitano 2017.jpg
ტაკეში კიტანო ფილმის „მოჩვენება ჯავშანში“ პრემიერაზე 2017 წელს
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1947 (1947-01-18) (74 წლის)
ადაჩი, ტოკიო, იაპონიის იმპერია
სხვა სახელები ბიტ ტაკეში
ეროვნება იაპონელი
საქმიანობა კომიკოსი, ტელეწამყვანი, მსახიობი, კინორეჟისორი, მწერალი
აქტიური 1972-დღემდე
ჯილდოები ოქროს ლომი (1997)

ტაკეში კიტანო (იაპონ. 北野 武; დ. 18 იანვარი, 1947) — იაპონელი კომიკოსი, ტელეწამყვანი, მსახიობი, კინორეჟისორი და მწერალი. იაპონიაში კიტანო ძირითადად როგორც კომიკოსი და წელეწამყვანია ცნობილი, ხოლო საზღვარგარეთ მას სარეჟისორო ნამუშევრებით იცნობენ. მისი სასცენო სახელია ბიტ ტაკეში, რომელსაც სარეჟისორო მოღვაწეობის გარდა კარიერის ყველა სფეროში იყენებს.

კიტანომ ცნობადობა 1970-იან წლებში, როგორც კომედიური დუეტის წევრმა მოიპოვა. მოგვიანებით მან სოლო კარიერა დაიწყო და ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი გახდა. რამდენიმე მცირე როლის შესრულების შემდეგ, კიტანოს სარეჟისორო დებიუტი 1989 წელს ფილმით „მოძალადე პოლიციელი“ შედგა. მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1993 წლის ფილმმა „სონატინა“. კიტანო იაპონიაში წარმატებულ რეჟისორად არ ითვლებოდა, რაც 1997 წელს შეიცვალა, როცა მისმა ფილმმა „ჰანა ბი“ ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მიიღო.

კიტანოს კრიტიკული აღიარება იდიოსინკრატიულმა კინონამუშევრებმა მოუტანა. იაპონელმა კინოკრიტიკოსმა ნაგაჰარუ იოდოგავამ მას გავლენიანი რეჟისორის აკირა კუროსავას „ჭეშმარიტი მემკვიდრე“ უწოდა.[1] კიტანოს ფილმების უმრავლესობა დრამაა იაკუძას განგსტერების ან პოლიციელების შესახებ.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაკეში კიტანო ტოკიოში, ადაჩის რაიონში დაიბადა. იგი მშობლებისთვის მეოთხე შვილი იყო. მისი მამა მხატვარი იყო, რომელიც სახლებს აფორმებდა,[2] ხოლო მისი დედა ქარხანაში მუშაობდა.[3] მუშათა კლასის სამეზობლოში კიტანოსა და მის და-ძმებს სათაყვანოდ ბეისბოლის მოთამაშეები და იაკუძას წევრები ჰყავდათ.[3]

კიტანო მეიძის უნივერსიტეტში ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა 19 წლის ასაკში სწავლა შეწყვიტა. 1972 წელს იგი ასაკუსას რაიონში გადავიდა და კომიკოსი გახდა. იგი შეგირდად დაუდგა კომიკოს სენძაბურო ფუკამის, პარალელურად კი სტრიპტიზ კლუბში ლიფტის ოპერატორად მუშაობდა.[4][5]

კომიკოსის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში კიტანომ ნირო კანეკოსთან ერთად კომედიური დუეტი ჩამოაყალიბა. მათ სასცენო სახელები — ბიტ ტაკეში და ბიტ კიოში — დაირქვეს, ხოლო ერთობლივად ცნობილები იყვნენ, როგორც ორი ბიტი. 1976 წელს კომიკოსთა დუეტი ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდა, რამაც მათ წარმატება და პოპულარობა მოუტანა. კომედიური დუეტის ხუმრობების ობიექტებში ხშირად საზოგადოების დაუცველი წევრები, მათ შორის მოხუცები, ხეიბრები, უპოვრები, შეუხედავები, ქალები და ბავშვები იყვნენ. დუეტის მიმართ იაპონიის სამაუწყებლო ორგანიზაციისთვის მაყურებელთა წარდგენილი საჩივრების გამო მათი ხუმრობები ცენზურის ქვეშ გატარდა, რის შემდეგაც კომიკოსები იძულებულნი გახდნენ, მათ ხუმრობებში შეურაცხმყოფელი დიალოგები შეეცვალათ. კიტანომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შოუს მსვლელობისას სხეულის გამოჩენის გამო, რაც აკრძალული იყო, მას იაპონიის სამაუწყებლო ორგანიზაციისთვის მიმართვა ხუთი წლის მანძილზე აეკრძალა.[6]

მიუხედავად იმისა, რომ 1970-იან წლებსა და 1980-იანი წლების დასაწყისში ორი ბიტი ქვეყანაში დიდი წარმატებით სარგებლობდა, კიტანომ დუეტი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. სანმა აკაშიასა და ტამორისთან ერთად იგი სამ უდიდეს იაპონელ ტელეკომიკოსს შორის სახელდება. კომიკოსის კარიერასთან დაკავშირებული კიტანოს ცხოვრების ავტობიოგრაფიული დეტალები გვხვდება მის 1996 წლის ფილმში „ბავშვების დაბრუნება“.

კიტანო პოპულარული ტელეწამყვანი გახდა. 1980-იან წლებში მას მიჰყავდა გასართობი შოუ „ტაკეშის კოშკი“. წლების შემდეგ აშშ-ს ტელეეკრანებზე შოუ სახელწოდებით „ყველაზე ექსტრემალური გამოწვევა“ გავიდა.

პირველი მნიშვნელოვანი როლი კიტანომ ნაგისა ოსიმას 1983 წლის ფილმში „შობას გილოცავთ, მისტერ ლოურენს“ შეასრულა. მისი პერსონაჟი ტყვეთა ბანაკის სერჟანტი იყო.

1986 წელს კიტანო NES-ის ვიდეო თამაშზე სახელწოდებით „ტაკეშის გამოწვევა“ კონსულტანტან და დოზაინერად მუშაობდა, რომელიც ჟურნალის Famitsu-ს ყველაზე ცუდი თამაშების სიაში პირველ ადგილზე მოხვდა.

1988 წელს კიტანომ მემუარო „ასაკუსელი ბავშვი“ გამოაქვენა. აგრეთვე მან დაწერა რომანები, რომლებიც ფრანგულ ენაზე ითარგმნა. კიტანოს სარეჟისორო დებიუტი 1989 წელს ფილმით „მოძალადე პოლიციელი“ შედგა, რომელშიც მან მთავარი როლი შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kirkup, James. (23 November 1998) Obituaries: Nagaharu Yodogawa. The Independent. ციტირების თარიღი: 19 July 2009.
  2. Archived copy ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 October 2013. ციტირების თარიღი: 2013-10-02.
  3. 3.0 3.1 "Beat" Takeshi: The Hollywood Flashback Interview. thehollywoodinterview.blogspot.com (26 July 2008). ციტირების თარიღი: 13 December 2015.
  4. Schilling, Mark (2003) The Yakuza Movie Book : A Guide to Japanese Gangster Films. Stone Bridge Press, გვ. 73–76. ISBN 1-880656-76-0.  დაარქივებული 17 October 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  5. Asakusa's resilience rubs off on France-za theater, cradle of postwar pop culture. Japan Times (19 November 2015). ციტირების თარიღი: 13 December 2015.
  6. Getting Any? DVD published by Cheyenne Films EDV1040, France, 2003