NHK

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოგო

NHK (იაპ. 日本放送協会, Nippon Hōsō Kyōkai, ოფიც. ინგლ. სახელი: Japan Broadcasting Corporation) — იაპონიის ნაციონალური სამაუწყებლო ორგანიზაცია. NHK საკუთარ აუდიენციას მუდმივად მისი ინიციალების ინგლისური გამოთქმით წარუდგენს. ის საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და მაყურებელთა მიერ სატელევიციო ლიცენზიის მოსაკრებლით ფინანსდება.

NHK განაგებს ორ სახმელეთო სატელევიზიო სამაუწყებლო სერვისს (NHK ზოგადი ტელევიცია და NHK საგანმანათლებლო ტელევიზია), სამ სატელიტურ სატელევიზიო სერვისს (NHK BS-1, NHK BS-2, და NHK Hi-Vision, HD სატელევიზიო სერვისი), და სამ რადიო არხს (NHK Radio 1, NHK Radio 2, და NHK FM).

NHK ასევე აქვს საერთაშორისო სამაუწყებლო სერვისი, ცნობილი როგორც NHK World. NHK World შედგება NHK World TV, NHK World Premium, და მოკლეტალღოვანი რადიო სერვისი NHK World Radio Japan-სგან. World Radio Japan-ის ზოგიერთი პროგრამა ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NHK&oldid=4254125“-დან