შინაარსზე გადასვლა

ტაგანროგის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის წმინდა გიორგის ეკლესია
ტაგანროგის წმინდა გიორგის ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°13′55″ ჩ. გ. 38°55′00″ ა. გ. / 47.23194° ჩ. გ. 38.91667° ა. გ. / 47.23194; 38.91667
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) არიან პრევსკი
თარიღდება 1945-1991

ტაგანროგის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Свято-Георгиевский храм) — მართლმადიდებლური ტაძარი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

1931 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით ტაგანროგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დაიხურა[1], ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიის გარეშე დარჩა.

1943 წლის 26 მაისს მეტალურგიული ქარხნის მუშებმა და ქალაქის მოსახლეობამ მიმართა ოკუპრიებული ტაგანროგის ბურგომისტრს, რათა გაეხსნა ძველი ფოსტის ქუჩაზე (ამჟამად ძერჟინსკის ქუჩა) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა. ეკლესია გამიზნული იყო კასპეროვკის, სკარამანგოვკისა და ნოვოსელოვკის მრევლისათვის. ეკლესია გაიხსნა მაღაზიის პატარა შენობაში.

1945 წელს წმინდა გიორგის ეკლესია გადაიტანეს ახლოს მდებარე მცირე ქვის ბეღელში. ახალ შენობაში ეკლესიის კურთხევა შეასრულა ეპისკოპოსმა იოსებ ტაგანროგელმა.

1945 წლიდან 1986 წლამდე ეკლესია დარცა ჩრდილში, ღვთისმსახურება მიმდინარეობდა მშვიდად და შეუმჩნევლად. 1986 წელს ეკლესიის წინამძღვრდ დაინიშნა არიან პნევსკი[2]. მისი პროექტის მიხედვით დაიწყო ახალი ეკლესიის მშენებლობა. მოახდინეს ძველი ბეღელის დემონტაჟი და აგური გამოიყენეს ახალი ეკლესიის მშენებლობაში[2].

ჯამში ეკლესიის ზომები იყო 21 x 11 მეტრი. აქვს 5 გუმბათი. ინტერიერში არის ადგილი მგალობლებისათვის[2].

ახალი ელესიის კურთხევა მოხდა წმინდა გიორგის ხსენების დღეს, 1991 წლის 5 მაისს. კურთხევა შეასრულა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა[2].

2008 წელს მამა არიანეს ავადმყოფობის გამო ეკლესიის წინამძვრად დანიშნეს ალექსი ისკოვი, ხოლო არიანემ მიიღო „საპატიო წინამძღვრის“ სტატუსი.

2013 წლის 9 მაისს, ტაძრის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღავლინა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა მერკურიმ[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Киричек М. С. Святые купола Таганрога. — Таганрог: ИП Стадников, 2008. — С. 42. — ISBN 978-5-9901455-1-1.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. — Таганрог: 1999. — С. 99-102. — ISBN 5-87612-016-2.
  3. Серебряный С. Митрополит поздравил с Победой // Таганрогская правда. — 2013. — 14 мая.