შინაარსზე გადასვლა

ტაგანროგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ტაძრის მშენებლობა, 1904 წ.

ტაგანროგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°13′56″ ჩ. გ. 38°55′18″ ა. გ. / 47.23222° ჩ. გ. 38.92167° ა. გ. / 47.23222; 38.92167
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) სერგეი გუშჩინი
თარიღდება 1903

ტაგანროგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Предтечи) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1903 წელს არქიტექტორ სერგეი გუშჩინის პროექტის მიხედვით. ეკლესია დახურეს 1931 წელს.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ტაგანროგის ჩრდილოეთი კონცხის სამრეწველო ათვისება. 1890-იან წლებში ბელგიელებმა უკვე ააშენეს მეტალურგიული და საქვაბე ქარხნები. სწრაფად გაიარდა ტაგანროგის უბნების სკარამანგოვკის, კასპეროვკისა და ნოვოსელიოვკის მოსახლეობის რაოდენობა. თუმცა ამ რაიონში არ იყო არცერთი ეკლესია. 1901 წელს ეკატერინოსლავის სასულიერო კონსისტორიამ გააგზავნა შეკითხვა ახლად განვითარებულ უბნებში ეკლესიის მშენებლობის შესაძლებლობის შესახებ[1].

ამ იდეას მხარი დაუჭირეს ახლომდებარე ქარხნს წარმომადგენლებმა. საერთო კრებაზე მიირეს გადაწყვეტილება, რომ ეკლესია ეკურთხებინათ იოანე ნათლისმცემლის სახელზე და უნდა აეგოთ სკარამანგოვკის ცენტრში[1]. დასახლება სკარამანგოვკა დააარსა მდიდარმა ვაჭარმა და ტყავის ქარხნის მფლობელმა, წარმოშობით ბერძენმა ივან სკარმანაგამ, რომელიც გარდაიცვალა 1902 წელს.

ეკლესია მშენებლობა დაიწყეს 1903 წლის 14 მაისს, ამბროსიევკის ქუჩისა და ტყავის მეორე შესახვევის გადაკვეთაზე. ეკლესიის პროექტის ავტორი იყო ადგილობრივი არქიტექტორი სერგეი გლუშცინი. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა მეორე წელს[1].

1929 წელს ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიის დახურვის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ეკლესიის შენობა გადაეცა საშუალო სკოლას[1].

მრევლი ვერ ეგუებოდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეკლესიის შენარჩუნების თხოვნით მათ მოაგროვეს 700 ხელმოწერა, თუმცა 1931 წლის 11 ნოემბერს ხელისუფლებამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება: „წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დაიხუროს, შენობა გამოიყენონ კინო-კლუბად, ხოლო საეკლესიო ქონება ჩამოერთვას“[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Киричек М. С. Святые купола Таганрога. — Таганрог: ИП Стадников, 2008. — С. 39-43. — ISBN 978-5-9901455-1-1.