ტაგანროგის ქალაქთმშენებლობისა და ყოფაცხოვრების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარონოვის სახლი, სადაც განთავსებულია მუზეუმი

ტაგანროგის ქალაქთმშენებლობისა და ყოფაცხოვრების მუზეუმი (რუს. Музей «Градостроительство и быт г. Таганрога») — მუზეუმი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. შედის ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის გაერთიანებაში. შენობა აგებულია 1912 წელს მოდერნის არქიტექტურულ სტილში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგანროგის ქალაქთმშენებლობისა და ყოფაცხოვრების მუზეუმს ქალაქისათვის აქვს დიდი არქიტექტურული ღირებულება. შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ძველი ნაგებობა, რომელიც შესრულებულია მოდერნის არქიტექტურულ სტილში, ააგეს 1912 წელს. პროექტის ავტორი იყო ანტონ ჩეხოვის მეგობარი არქიტექტორ-აკადემიკოსი ფიოდორ შეხტელი.

შენობის მთავარი ფასადი არის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში, მოდერნის მარგალიტი. იგი არქიტექტურის, მხატვრობისა და ქანდაკების ბრწყინვალე ნიმუშია. შენობის ფრიზული ნაწილი მოპირკეთებულია კერამიკის ფილებით, რომელზეც გამოსახულია მოზაიკური სურათები. მთელი მისი სიუჟეტები ეძღვნება რუსულ საგმირო საქმეებს. რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ერთადერთია როსტოვის ოლქში, რომლის ფასადზეც გამოსახულია მონუმენტური მხატვრობა.

1920-1922 წლებში შენობაში განთავსებული იყო მეაბრეშუმეობის სადგური. 1923 წლიდან კი - საბავშვო პოლიკლინიკა. ტაგანროგის ოკუპაციის პერიოდში შენობა დაიკავა ევალდ ფონ კლეისტის პირველმა სატანკო არმიამ[1]. 1944 წლის შემდეგ შენობაში განთავსებული იყო სხვადასხვა საქალაქო ორგანიზაციები, მათ შორის ორჯონიკიძის რაიონის სკკპ რაიონული კომიტეტი. 1981 წლიდან კი შარონოვის სახლში ტაგანროგის ქალაქთმშენებლობისა და ყოფაცხოვრების მუზეუმია გახსნილი. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ძველი ტაგანროგის ფოტოები, ბარათები, ქალაქის გეგმები, ავეჯისა და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები რომლებიც აღწერდა ქალაქის ყოფაცხოვრებას[2][3].

შენობის ქვედა, ნახევრადსარდაფის სართულზე ოთხი საგამოფენო დარბაზი მდებარეობს, რომლებშიც რეგულარულად იმართება სხვადასხვა გამოფენები, თემატური საღამოები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101271000

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Матишов Г. Г., Афанасенко В. И., Кринко Е. Ф. Миус-фронт в Великой Отечественной войне. — Ростов-на-Дону: ЮНЦ РАН, 2010. — С. 100. — ISBN 978-5-902982-89-0.
  2. Музей «Градостроительство и быт Таганрога» Официальный портал Правительства Ростовской области
  3. Музей «Градостроительство и быт г. Таганрога» Министерство культуры Ростовской области
  4. Музей «Градостроительство и быт города Таганрога» ИнфоТаганрог