ივან ვასილენკოს მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან ვასილენკოს მუზეუმი
47°12′34″ ჩ. გ. 38°55′32″ ა. გ. / 47.20944° ჩ. გ. 38.92556° ა. გ. / 47.20944; 38.92556
დაარსდა 1988
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ტაგანროგი
Map

ივან ვასილენკოს მუზეუმი (რუს. Музей И. Д. Василенко) — სახელმწიფო მემორიალური მუზეუმი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ჩეხოვის ქუჩა № 88-ში. მუზეუმი განთავსებულია შენობაში, სადაც 1923 წლიდან 1966 წლამდე ცხოვრობდა მწერალი, სტალინური პრემიის ლაურეატი ივან ვასილენკო. შედის ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი სადაც ივან ვასილენკო ცხოვრობდა თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად 1923 წლიდან 1966 წლამდე, აგებულია 1906 წელს[1] და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[2].

მწერალი დაიბადა 1895 წლის 20 იანვარს მაკეევკაში (ქალაქი დონეცკთან). შვიდი წლის იყო როდესაც მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ტაგანროგში. იგი აქ ცხოვრობდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და აქვე გარდაიცვალა 1966 წლის 26 მაისს ტუბერკულოზისაგან[3]. შენობის კედელზე დაკიდებულია მემორიალური დაფა, რომელიც ეძღვნება მწერალს[4].

1988 წელს მწერლის ყოფილი სახლი გადაეცა მუზეუმ-ნაკრძალს. 2004 წელს გაიხსნა გამოფენა: კაბინეტი, სადაც მწერალი მუშაობდა და დერეფანი. მუზეუმის ექსპოზიცია მოგვითხრობს მწერლის პირად და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე[5].

მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე წარმოდგენილია მხატვარ მ. სიჩიოვის გამოფენა, რომელიც იყო მწერლის მეგობარი[1].

სახლ-მუზეუმთან დგას „არტიომკას“, მწერლის მოთხრობების მთავარი გმირის, ძეგლი[4]. ძეგლი დადგეს გაიხსნა 2010 წელს და მისი ავტორია დავიდ ბეგალოვი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Дом-музей И.Д. Василенко - самая необходимая и подробная информация о достопримечательности: фото места, описание, контакты – адрес, телефон, официальный сайт. www.rutraveller.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  2. Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  3. 3.0 3.1 „Дом-музей И. Д. Василенко в Таганроге“. culture.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  4. 4.0 4.1 Andrey. Дом-музей И.Д. Василенко. Таганрог. www.zhais.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-25.
  5. История. www.tgliamz.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-25.