ანატოლი დუროვის მუზეუმი
ანატოლი დუროვის მუზეუმი | |
---|---|
47°12′32″ ჩ. გ. 38°55′21″ ა. გ. / 47.20889° ჩ. გ. 38.92250° ა. გ. | |
დაარსდა | 1987 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ტაგანროგი |
დირექტორი | ელიზავეტა ლიპოვენკო |
ანატოლი დუროვის მუზეუმი (რუს. Музей А. А. Дурова) — საცირკო ხელოვნებისი მუზეუმი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ანტონ გლუშკოს შესახვევში № 44-ში. მუზეუმი გახსნილია ცხოველების ცნობილი გამწვრთნელის, დუროვების საცირკო დინასტიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის ანატოლი ანატოლის ძე დუროვის პატივსაცემად. შედის ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1926 წელს, უკვე რუსეთშიც და საზღვარგარეთაც ცნობილი ცხოველების გამწვრთნელი ანატოლი დუროვი მრავალრიცხოვან ოჯახთან (ცოლი, მშობლები, ორი და თავის ოჯახებთან ერთად) და ცხოველებთან საცხოვრებლად გადავიდნენ ტაგანროგში. ტაგანროგში მათ ჰქონდათ ორი სახლი: შევჩენკოს ქუჩის № 107-ში და ამავე ქუჩაზე № 111-ში. 1928 წელს მსახიობი ტრაგიკულად დაიღუპა იჟევსკში. მისი ოჯახი კვლავ ტაგანროგში ცხოვრობდა კიდევ 12 წლის განმავლობაში[1].
1987 წელს მათ საცხოვრებელ სახლსი გაიხსნა ანატოლი დუროვისადმი მიძღვნილი გამოფენა. შენობა, რომელშიც მდებარეობს მუზეუმი, აგებულია მოდერნის სტილში. იგი აგებულია 1900 წელს. მისი ფასადი ასევე შეიცავს ტრადიციული რუსული სტილის ელემენტებს. ფასადის კუტხეები რუსტირებულია. შენობა აგებუულია თეთრი და წითელი აგურისაგან.
1915 წლამდე სახლი ეკუთვნოდამღვდელ გ. პოცელუევეს, ხოლო შემდეგ სახლის მფლობელი გახდა კოლეჟის ასესორის ა. ცარენკოს მეუღლე. რევოლუციამდე სახლის დიასახლისი იყო ო. მეროშნიჩენკო, საშა სალივანოვის (ანტონ ჩეხოვის ბავშვობის მეგობარი) და.
1920 წლიდან მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 1988 წელს მოახდინეს შენობის რესტავრაცია[2].
მუზეუმის ექსპოზიცია მოგვითხრობს დუროვის შემოქმედებით გზაზე, ცხოველების წვრთნის მეთოდებზე, მრავალრიცხოვან საზღვარგარეთულ გასტროლებზე. ცენტრალური დარბაზის შუაში მინი არენაა მოწყობილი, რომელიც იმეორებს ანატოლი დუროვის ერთ-ერთ გამოსვლას[3]. მინის ვიტრინებში შენახულია დოკუმენტური მასალა, რომელიც დაკავშირებულია დუროვების ოჯახთან. განსაკუტრეით აღსანიშნავია სხვადასხვა ძველი ფოტოგრაფია[4].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანატოლი დუროვის მუზეუმი
- ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ისტორია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Музей А.А. Дурова. Министерство культуры Ростовской области. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
- ↑ Архитектура стиля модерн. Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
- ↑ Музей А.А. Дурова. Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
- ↑ Музей А.А. Дурова. Таганрог. Мир путешествий. ციტირების თარიღი: 2017-01-30.