შინაარსზე გადასვლა

ტაგანროგის პალესტინელთა საზოგადოების ეგვტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის პალესტინელთა საზოგადოების ეგვტერი
ტაგანროგის პალესტინელთა საზოგადოების ეგვტერი — რუსეთი
ტაგანროგის პალესტინელთა საზოგადოების ეგვტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1888-1988

ტაგანროგის პალესტინელთა საზოგადოების ეგვტერი (რუს. Часовня Палестинского общества) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. წარმოადგენდა საიმპერატორო პალესტინელთა მართლმადიდებელი საზოგადოების სამლოცველოს.

მისამართი: როსტოვის ოლქი, ქალაქი ტაგანროგი, კომკავშირის ბულვარზე მდებარე სახლ № 39-ის ადგილზე.

ტაგანროგი. ივაშჩენკოვის სახლი

საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინელთა საზოგადოება დაარსდა 1882 წელს. მისი ძირითადი მოვალეობა იყო მომლოცველობა წმინდა მიწაზე, სამეცნიერო პალესტინათმცოდნეობა, აღმოსავლეთმოცდნეობა და ჰუმანიტარული თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის ხალხთან.

ტაგანროგში საიმპერატორი მართლმადიდებლური პალესტინელთა საზოგადოების წარმომადგენლობა გაიხსნა 1882 წელს. საზოგადოების ხელმძღვანელი იყო გენერალ-მაიორი, კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის ძმა იპოლიტე ჩაიკოვსკი (1843-1927 წწ.)[1]. საზოგადოება დახმარებას უწევდა მომლოცველებს. თავის დროზე ტაგანროგიდან მორწმუნეები გაიგზავნენ წმინდა მიწაზე და ათონის წმინდა მთაზე. გემის გასვლამდე მათ სადმე უნდა მოენახათ თავშესაფარი. პალესტინის საზოგადოების წევრის, პოგრებენკოს, რჩევით, ტაგანროგის მკვიდრმა, ვარვარა ანდრეის ასული იშჩენკომ საზგადოებას აჩუქა საკუთარი სახლი მასში თავშესაფრის მოწყობის პირობით[2]. ვარვარა ანდრეის ასულის საჩუქარი საზოგადოებამ მადლიერებით მიიღო. იგი აირჩიეს საზოგადოების წევრად, თუმცა თავშესაფარი ააშენეს სხვა ადგილზე. თავშესფარში მისთვის გამოყვეს ოთახი. ქალბატონი იშჩენკოს შენახვისა და დაკრძალვის ხარჯები საზოგადოებამ თავის თავზე აიღო.

პალესტინელთა საზოგადოების ეგვტერი

იპოლიტე ჩაიკოვსკმა მიმართა ქალაქის დუმას, რათა ეგვტერისა და თავშესაფრისათვის მიეზომათ მიწის ნაკვეთი. 1988 წლის 22 მარტს საკრებულომ გამოყო 293 კვ. საჟენი ადგილი ვორონცოვის აღმართში. შეგროვდა შემოწირულობები და ამავე წელს ააგეს ერთსართულიანი სახლი ეგვტერით.

თავშესაფარში შესაძლებელი იყო ერთდროულად 20 ადამიანისათვის აღმოეჩინათ სამედიცინო დახმარება. თავშესაფრის ოთახებში იყო 10 საწოლი მამაკაცებისათვის და 10 საწოლი ქალებისათვის. ესაულის ქვრივმა ტ. ვოლგინამ ეგვტერს საჩუქრად გადასცა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატი, სახარება და ჯვარი. თავშესაფრის მდგომარეობა 1890 წლამდე იყო კარგი. ამ დროისათვის მასში 40 კაცი ცხოვრობდა. ეგვტერთან გააშენეს ბაღი. იპოლიტე ჩაიკოვსკის წასვლის შემდეგ თავშესაფარს ხელმძღვანელობდა მღვდელი იაკობ დოსიჩევი[3]. 1890-იან წლებში ტაგანროგის პალესტინელთა საზოგადოების თავმჯდომარე გახდა ა. მილერი[4].

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში თავშესაფარი აიხურა, შენობა გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად. მოგვიანებით მის ადგილზე ააგეს ახალი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

  • Дмитриевский А. А. Императорское Православное Палестинское Общество и его деятельность за истекшую четверть века 1882-1907. М., СПб., 2008, С. 258, 351-352.
  • Филевский П. П., История города Таганрога, Таганрог: изд-во "Сфинкс," 1996 (репринт Москва: Типо-лит. К. Ө. Александрова, 1898), 279-280.
  • Гаврюшкин О. П., "Палестинское общество," Энциклопедия Таганрога, Таганрог: "Антон," 1998, 384.
  • Гусева А. В., "Православное Палестинское общество," Энциклопедия Таганрога, Таганрог: "Антон," 1998, 408.
  • Кукушин В. С., История архитектуры Нижнего Дона и Приазовья, Ростов-на-Дону: ГинГо, 1996, гл. 12: "Исчезнувшие навсегда".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]