ტაბაკინის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაბაკინი (ძეგლი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბაკინი.
ტაბაკინის მონასტერი
Tabakinichurch.jpg
ტაბაკინის მონასტერი (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება თარგი:ქვეყნის მონაცემები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
რაიონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ტაბაკინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მამათა მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მარგვეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი ორნავიანი ბაზილიკა
თარიღდება VI საუკუნე

ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი — მდებარეობს იმერეთის მხარეში, სოფელ ტაბაკინში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა (ყანჩაველი) (დ. 1776 — გ. 1864).

კომუნისტური ათეიზმის პერიოდში ტაძარი და მისი მოხატულობა დაზიანდა.

XX საუკუნის ბოლოს, 1992 წელს ტაბაკინში აღდგა სამონასტრო ცხოვრება; აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.), ხის სენაკები, სატრაპეზო და სხვა დამხამერე ნაგებობები შეემატა. იქვე გამოსაცემად მომზადდა მრავალი წიგნი. ამ მონასტერში დაბინავდა ბერი იაკობი (ჭოხონელიძე); მისი თაოსნობით, მრევლის შეწევნით აიგო სენაკები ბერებისათვის, მოხდა მონასტრის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. საძმო თანდათან გაიზარდა, მამა იაკობს გვერდში ამოუდგნენ მღვდელ-მონაზვნები ვარაქიელი და მათე; ბოლო წლებში ისინი სხვა მონასტრებში გადაიყვანეს სამოღვაწეოდ. დღეს მონასტერში მოღვაწეობს წინამძღვარი იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი პავლე (მაჩიტაძე), მორჩილები: მამუკა კიკნაველიძე, გიორგი ბერაძე, ალექსანდრე ბუსკივაძე და ილია ფორჩხიძე.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამონასტრო კომპლექსში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVI საუკუნის აღდგენის კვალი ემჩნევა. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო. 1980-1986 წლებში ტაძარი გადაიხურა და ჩაუტარდა რესტავრაცია.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 მოციქულის ტაძარი

XX საუკუნის 90-იან წლებში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, აიგო ბერების საცხოვრებელი სახლი ეზოთი, ამ ეზოში 2000 წელს აიგო თორმეტი მოციქულის სახელობის ერთნავიანი ტაძარი და მოიხატა.

1992 წელს მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“. ამ ხნიდან მოყოლებული, ძაღლსაშენში მიმდინარეობს ინტენსიური სელექციური მუშაობა. ძაღლსაშენ „ტაბაკინს“ კავშირები აქვს რუსეთის და საქართველოს ცნობილ ძაღლსაშენებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]