სჰაპენდუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სჰაპენდუსი
წარმოშობის ქვეყანა ნიდერლანდები
თვისებები
წონა 14,5-15,5 კგ.
სიმაღლე 40-51 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სჰაპენდუსი (ნიდერლ. Schapendoes) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ნიდერლანდებში შუა საუკუნეები/1940-იანი წლები.

მონაცემები ამ ჯიშის წარმოშობის შესახებ არ არსებობს. სჰაპენდუსი დღესდღეობით გადაშენებული ჩრდილო-გერმანული მეცხვარე პუდელის ნათესავია და ორივე ეს ჯიში, როგორც ჩანს, ახლოსაა უნგრული პულის, იტალიური ბერგამასკოსა და პოლონურ ნაგაზთან. იმის მიუხედავად, რომ სჰაპენდუსი ყოველთვის იყო შესანიშნავი მეცხვარე ძაღლი, მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა XX საუკუნის დასაწყისში. ეს განაპირობა როგორც ომებმა, ასევე ნიდერლანდებში ბორდერ კოლის ფართომასშტაბიანმა შემოყვანამ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ჯიში დანიელებმა აღადგინეს, ამასთან მათ შეძლეს აღმოეფხვრათ თვალის დაავადებები (ბადურის პროგრესირებადი ატროფია), რომელიც ზოგიერთ სახეობას აღენიშნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, სჰაპენდუსების რაოდენობა მაინც მცირეა - წელიწადში დაახლოებით 250 ლეკვი იბადება.

დღესდღეობით სჰაპენდუსი კომპანიონის სახით ჰყავთ. აქვს ღრმა მკერდი, გრძელი კუდი. მთელი სხეული დაფარულია გრძელი, ოდნავ დატალღული, ხშირი ბალნით. ბალნით დაფარულია ყურები, ძაღლს აქვს წვერი და ულვაშები. გრძელი ბალანი ფარავს თვალებსაც. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს მრავალნაირი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სჰაპენდუსი კარგად ეგუება ქალაქის პირობებს, სიცივეს, ბავშვებს და სხვა ძაღლებს. ადვილად იწვრთნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: