ბერგამასკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერგამასკო
წარმოშობის ქვეყანა იტალია
თვისებები
წონა მამრი 32-38 კგ.
მდედრი 26-32 კგ.
სიმაღლე მამრი 24 სმ.
მდედრი 21 სმ.
ბეწვი მრავალნაირი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბერგამასკო (იტალ. Cane da pastore bergamasco) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი იტალიაში ანტიკურ ხანაში.

ორი ათასი წლის წინათ რომაელებმა აღწერეს იდეალური მეცხვარე ძაღლი — „ისე სწრაფი არაა, როგორიც მონადირე ძაღლები არიან, და არც ისე ძლიერი, მაგრამ საკმაოდ მოძრავი და უშიშარი იმისთვის, რომ მგელი დააფრთხოს და სდიოს“. დღესაც კი ბერგამასკო, რომელსაც ეს სახელი ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ბერგამოსისგან ერგო, აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

გარეგნულად და ტემპერამენტით ბერგამასკო გამძლე, ნაკლებმომთხოვნი ძაღლია და ძალიან ჰგავს ბრიარს. თუმცა მაშინ როდესაც ბრიარები საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ პოპულარობა მოიპოვეს, ბერგამასკო თითქმის უცნობი დარჩა როგორც იტალიაში, ასევე სხვა ქვეყნებში და პერიოდულად გადაშენების პირას დგება.

დამახასიათებელი ბალანი სიცივისა და უამინდობისგან, ასევე შინაური ცხოველების ჩლიქებისგან იცავს ამ შესანიშნავ მუშა ძაღლებს. ბერგამასკო ძნელად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ასევე ვერ ეგუება სხვა ძაღლებს. გრძელი ბალანი მთელ სხეულს ფარავს, მათ შორის თათებს და თავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: