სურენდრანათ ბანერჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სურენდრანათ ბანერჯი (ბენგ. সুরেন্দ্রনাথ বন্দ্যোপাধ্যায়; დ. 10 ნოემბერი, 1848, კალკუტა — გ. 6 აგვისტო, 1925, ბარაკპური) — ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. დაამთავრა კალკუტის უნივერსიტეტი. 1876 წელს, ბენგალში დააარსა ინდური ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ლიბერალურ-ზომიერი ფრთის პოლიტიკური ორგანიზაცია — ინდური ასოციაცია. იყო ბენგალის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი. პარტია — ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი დამაარსებელი (1885). 1918 წელს, ზომიერთა ჯგუფთან ერთად გამოვიდა პარტიიდან და შექმნა ლიბერალთა ფედერაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]