სურამის გვირაბი
იერსახე


სურამის გვირაბი — სარკინიგზო გვირაბი ლიხის ქედში. სიგრძე 3988 მ. გვირაბის გაყვანისათვის საძიებო სამუშაოებს ატარებდნენ ჯერ ინგლისელი, შემდეგ რუსი ინჟინრები. გვირაბის გაყვანამ (მშენებლობა დაიწყო 1886 წელს და დასრულდა 1890 წელს) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რკინიგზის ტრანსპორტის მაჩვენებლები, გააადვილა დასავლეთ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიას შორის კავშირურთიერთობა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1886 წელი — მშენებლობის დაწყება;
- 1888 წლის 11 ოქტომბერი — ტფილისიდან სურამის მიმართულებით სწრაფი მატარებლით გაემგზავრა რუსეთის იმპერიის გზების მინისტრი, გენერალ-ადიუტანტი კონსტანტინე პოსიეტი.
- 1888 წლის 12 ოქტომბერი — გვირაბის გაჭრა;[1]
- 1888 წლის 13 ოქტომბერი — დელეგაციის ჩასვლა გვირაბის გაჭრასთან დაკავშირებით;[2]
- 1890 წლის 16 სექტემბერი — გვირაბის საზეიმო გახსნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვერენჩხილაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 610.