შინაარსზე გადასვლა

სუთიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუთიდა
ტაილანდის დედოფალი
კორონაცია: 4 მაისი, 2019
მმართ. დასაწყისი: 1 მაისი, 2019
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: სირიკიტი
მემკვიდრე: თანამდებობაზეა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ივნისი, 1978 (1978-06-03) (46 წლის)
დაბ. ადგილი: სონგკლა, ტაილანდი
მეუღლე: მაჰა ვაჩირალონგკორნი
დინასტია: ჩაკრის დინასტია
მამა: უცნობია
დედა: ჯანგჰეანგ ტიჟაი
რელიგია: ბუდიზმი

სუთიდა ბაჯრასუდჰაბიმალალაკსჰანა (ტაი. สุทิดา พัชรสุธาพิมลลักษณ), დაბადების სახელია სუთიდა ტიჟაი (ტაი. สุทิดา ติดใจ; დ. 3 ივნისი, 1978) — ტაილანდის დედოფალი 2019 წლის 1 მაისიდან დღემდე, როგორც მეფე მაჰა ვაჩირალონგჯორნის მეოთხე მეუღლე. ქორწინებამდე იგი ტაილანდის სამეფო არმიაში მსახურობდა და გენერლის წოდებაც ჰქონდა.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუთიდა დაიბადა 1978 წლის 3 ივნისს სონგკლაში, ტაილანდში. მან განათლება ჰატიავიტაიალაის საშუალო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა ტაილანდის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, რომელიც 2000 წელს დაამთავრა ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. 2000-2003 წლებში სუთიდა იაპონიის საჰაერო ძალებში მსახურობდა, 2003 წლიდან კი ტაილანდის საჰაერო ძალებში გადავიდა, სადაც 2008 წლამდე დარჩა.

2014 წლის აგვისტოში სუთიდა ტაილანდის კრონპრინც ვაჩირალონგჯორნის დაცვის წევრი გახდა. მათ დაახლოვება პრინცისა და მისი ცოლის, შრირაშმი სუვადის განქორწინების შემდეგ დაიწყო. 2016 წლის ოქტომბერში მათი ახლო ურთიერთობა გასაჯაროვდა და მედია სუთიდას უკვე უწოდებდა პრინცის „კონსორტს“.

2017 წლის 13 ოქტომბერს მან პირველი სამეფო ორდენი მიიღო, თუმცა სამხედრო კარიერას არ წყვეტდა და მალევე გახდა ტაილანდის ისტორიაში პირველი ქალი ოფიცერი.

ტაილანდის სამხედრო არმია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 1 დეკემბერს იგი მეფის დაცვის სპეციალური ოპერაციებისათვის განკუთვნილი ქვედანაყოფის კომანდირი გახდა, რასაც მალევე მოჰყვა გენერლის ჩინის მიღება. ექვსწლიანი სამსახურის შემდეგ მან თავისი ოცნება აიხდინა და გენერალი გახდა.

2017 წლის 1 ივნისს იგი დაინიშნა ტაილანდის სამეფო სამხედრო დეპარტამენტის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად, სამეფო უსაფრთხოების სარდლობის რეორგანიზაციის შემდეგ.

ტაილანდის დედოფალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 1 მაისს სუთიდა და მეფე მაჰა ბანგკოკში დაქორწინდნენ. ამის შემდეგ იგი ტაილანდის დედოფალი გახდა, რასაც მოჰყვა 4 მაისს მისი კორონაცია. ეს ქორწინება მეფისათვის მეოთხეა, თუმცა ამავე წელს მან კიდევ ერთი ცოლი შეირთო, რომელსაც სექტემბერშივე გასცილდა, რის გამოც სუთიდა მისი ერთადერთი მეუღლეა. ამის შემდეგ იგი ამფორნის სამეფო სასახლეში გადავიდა, სადაც ასრულებს თავის ახალ, წოდებრივ-წარმომადგენლობით მოვალეობებს.

აღსანიშნავია, რომ მეფე მაჰას თავის პირველ სამ ცოლთან (სოამსავალი კიტიაკარა, იუვადჰიდა პოლპრასერთი და შრირაშმი სუვადი) ჰყავს შვიდი შვილი, აქედან სამი გოგონა და ოთხი ვაჟი, რის გამოც დედოფალი სუთიდა ბავშვების გაჩენას არ აპირებს.

დედოფალ სუთიდას ტაილანდის სამეფო ოჯახისგან მინიჭებული აქვს ცხრა საპატიო ორდენი, თუმცა არცერთი სხვა სამეფო კარისგან. უნდა აღინიშნოს, რომ მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს გერებთან და დედამთილთან, დედოფალ სირიკიტთან.

  • 3 ივნისი, 1978 - 13 ოქტომბერი, 2017: ქალბატონი სუთიდა ტიჟაი;
  • 13 ოქტომბერი, 2017 - 1 მაისი, 2019: თან ფუ ინგ სუთიდა ვაჯირალონგკორნი ნა აიუდჰაია (ტაი. ท่านผู้หญิงสุทิดา วชิราลงกรณ์ ณ อยุธยา);
  • 1 მაისი, 2019 - დღემდე: მისი უმაღლესობა დედოფალი;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]