შინაარსზე გადასვლა

სუვოროვის ძეგლი (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუვოროვის ძეგლი
Памятник Суворову
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 3,37 მ
გახსნის თარიღი 1801
მიძღვნილია ალექსანდრე სუვოროვი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810661000

სუვოროვის ძეგლი (რუს. Памятник Суворову) — რუსი სამხედრო მოღვაწის, გენერალისიმუს ალექსანდრე სუვოროვის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში.

მდებარეობს სუვოროვის მოედანზე, მარსის ველისა და სამების ხიდის პირდაპირ, მარმარილოს სასახლისა და გრაფ სალტიკოვის სახლს შორის.

ალექსანდრე სუვოროვის ძეგლი იმპერატორ პავლე I-ის სურვილის შესაბამისად, რომლის მეფობის პერიოდშიც მან დაარულა თავისი ცნობილი იტალიური კამპანია, რის გამოც მიიღო ტიტული „იტალიის თავადი“.

ძეგლის მრგვალ გრანიტის კვარცხლბეკზე განთავსებულია წარწერა: „იტალიის თავადი, გრაფი სუვოროვ-რიმინსკი. 1801 წ.“

ძეგლის ავტორია მოქანდაკე მიხაილ კოზლოვსკი, რომელიც მასზე მუშაობდა 1799 წლიდან 1801 წლამდე. კვარცხლბეკზე გამოსახულია ფელდმარშალ სუვოროვის ფიგურა მარსის ალგორიული ფორმის შესაბამისად, რომელსაც მარჯვენა ხელში უკავია ხმალი, ხოლო მარცხენაში ფარი, აცვია ანტიკური ტანსაცმელი. ალექსანდრე სუვოროვის ფიგურა დამზადებულია ბრინჯაოსაგან. ამის გამო ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ ძეგლს არ აქვს პირდაპირი პორტრეტული კავშირი ფელდმარშალთან და წარმოადგენს „დიდი მხედართმთავარის“ ეპიკურ-ჰეროიკულ ხასიათს. ძეგლის საზეიმო გახსნა შედგა 1801 წლის 17 მაისს[1].

სუვოროვის ძეგლი არის რუსეთში პირველი ძეგლი, რომელიც მიეძღვნა არასამეფო ოჯახის წევრს. მანამდე რუსეთში ძეგლებს უდგამდნენ მხოლოდ მეფეებსა და იმპერატორებს.

სუვოროვის ძეგლის მოდელი დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში.

თავდაპირველად ფელდმარშალის ძეგლი განათავსეს საპირისპირო მხარეს თანამედროვე მარსის ველზე. 1818 წელს ალექსანდრე I-ის მეფობის პერიოდში კარლ როსის წინადადებით გადაიტანეს თანამედროვე ადგილზე[1].

  • Путеводитель по С.-Петербургу: Репринтное воспроизведение издания 1903 года. — Л.: СП «ИКАР», 1991. ISBN 5-85902-065-1
  • Гусаров А.Ю. Памятники воинской славы Петербурга. — СПб, 2010. — ISBN 978-5-93437-363-5.