სუგოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუგოი
რუს. Сугой
სხვა სახელი ბუქსუნდა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები მაგადანის ოლქი
სათავე კოლიმის მთიანეთი
62°22′11″ ჩ. გ. 156°29′46″ ა. გ. / 62.36972° ჩ. გ. 156.49611° ა. გ. / 62.36972; 156.49611
შესართავი კოლიმა
64°15′08″ ჩ. გ. 154°29′28″ ა. გ. / 64.25222° ჩ. გ. 154.49111° ა. გ. / 64.25222; 154.49111
სიგრძე 347 კმ
აუზის ფართობი 26 100 კმ²
მდინარის სისტემა კოლიმააღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 57,7 მ³/წმ
სუგოი — რუსეთი
სუგოი
სუგოი
— სათავე, — შესართავი

სუგოი[1] (რუს. Сугой), ბუქსუნდა[1] (Буксунда) — მდინარე რუსეთში, მაგადანის ოლქში, კოლიმის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 347 კმ, აუზის ფართობი 26 100 კმ². სათავე აქვს კოლიმის მთიანეთში; მიედინება მთათაშორის ღრმულში, სადაც იყოფა ტოტებად. იკვებება წვიმისა და თოვლის წყლებით. წყალდიდობა ახასიათებს მაისის ბოლოდან სექტემბრამდე. ზოგჯერ ზამთარში 2 თვემდე მთლიანად გაყინულია. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავიდან 289 კმ-ში — 57,7 მ³/წმ. იყინება ოქტომბერში, ლღვება მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში. სუგოის აუზში არის ნახშირის საბადო.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 194–195.
  2. Сугой // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 25 — М., 1976.