შინაარსზე გადასვლა

სტრატისფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: სტრატოსფერო.
დედამიწის ქერქი. ხმელეთის ზედა ნაწილი უკავია დედამიწის ქერქს. ჭრილი

სტრატისფერო[1]დედამიწის ქერქის ზედა ნაწილი, რომელიც შედგება დანალექი ქანებისაგან.[2] დედამიწის ფენობრივი დანალექი გარსი, ლითოსფეროს ნაწილი, რომელიც შეისწავლება გეოლოგიურ მეცნიერებებსა და პალეოგეოგრაფიაში. დედამიწის ქერქის ყველაზე დეტალურად შესწავლილი 10–20 კმ სტრატისფეროს შეადგენს. აგებულია ფენობრივი დანალექი წარმონაქმნებით, რომლებიც დედამიწის ზედაპირს თხელი საფარველით ფარავენ. ისინი ძირითადად შედგება მაგმური ქანების ნგრეული პროდუქტისაგან, აგრეთვე გააჩნიათ ქემოგენური და ორგანოგენული წარმოშობა. დედამიწის ნივთიერების საშუალო სიმკვრივე თითქმის ორჯერ აღემატება სტრატისფეროს სიმკვრივეს.[3] დანალექი გარსი წარმოქმნის დედამიწის ყველაზე ზედა მყარ გარსს, რომელიც აგებულია ფენობრივი არამეტამორფიზებული დანალექი და ვულკანური ქანებით. ეს ფენა იჭრება ძველი ფარების მიმართულებით და შუაოკეანური ქედებისაკენ. ასეთი საფარველი იკავებს ხმელეთის 119 მლნ. კმ²-ს (საერთო ფართობის 80 %).[4]

  1. ავტ. კოლექტივი (2014). ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, გვ. 320. 
  2. Стратисфера // Большой современный толковый словарь русского языка. 2012
  3. Офман П. Е. О гипотезах и обобщениях в тектонике // Очерки по истории геологических знаний. Вып. 12: М.: АН СССР, 1963. С. 144—196.
  4. Ронов А. Б. Схема строения осадочной оболочки Земли // Стратисфера или осадочная оболочка Земли: Количественное исследование. М.: Наука, 1993. C. 8.