სტილპნომელანი
იერსახე
| სტილპნომელანი | |
|---|---|
| საერთო | |
| ქიმიური ფორმულა | K(Fe2+,Mg,Fe3+)8 (Si,Al)12(O,OH)27·n(H2O) |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | ოქროსფერ-მურა და მომწვანო-მოშავო |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 3 - 4 |
სტილპნომელანი — სილიკატების კლასის მინერალი. ფენობრივი სტრუქტურა აქვს, ახლოს დგას ტალკთან.[1] ქიმიური ფორმულა: K(Fe2+,Mg,Fe3+)8(Si,Al)12(O,OH)27·n(H2O).[2] ძირითადად ოქროსფერ-მურა და მომწვანო-მოშავოა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3-4. გრანიტებსა და გნაისებში მას ცვლის ქლორიტი, ბიოტიტი და ამფიბოლი. კრისტალის სინგონია ტრიკლინურია. სტილპნომელანი პირველად აიღწერა 1827 წელს ჩეხეთში.