ბიოტიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიოტიტი
საერთო
კატეგორიაქარსების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულაK (Mg, Fe)3[Si3AlO10] [OH, F]2
იდენტიფიკაცია
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით2-3
სიმკვრივე2800-3400 კგ/მ³ კგ/მ³

ბიოტიტიქარსების ჯგუფის მინერალი. ქიმიური შედგენილობა K (Mg, Fe)3[Si3AlO10] [OH, F]2. სტრუქტურის მიხედვით მიეკუთვნება შრეებრივ ალუმოსილიკატებს. თხელ ფირფიტებს აქვს მურა მოშავოდან მურა მომწვანომდე ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2-3, სიმკვრივე 2800-3400 კგ/მ³. ბიოტიტი მაგმური და მეტამორფული ქანების ფართოდ გავრცელებული ქანმაშენი მინერალია. ბიოტიტის დიდი (1-1,5 მ) ზომის კრისტალები ზოგჯერ გვხვდება პეგმატიტურ ძარღვებში.

ბიოტიტი შეადგენს დედამიწის ქერქის 2,5-3%. ბიოტიტთან საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული: კვარცი, მინდვრის შპატი, მუსკოვიტი, რქატყუარა და სხვა მინერალები. იგი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პეგმატიტებში.

მინერალს სახელი ეწოდა ფრანგი მეცნიერის ჟან ბიოს (1774-1862) პატივსაცემად. ბიოტიტს იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად, მისი ფხვნილისაგან ამზადებენ ბრინჯაოს საღებავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]