სტელინგის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სტელინგის აჯანყებასაქსონიის გლეხების აჯანყება 841-843 წლებში. აჯანყებულთა მთავარ მასას შეადგენდნენ მოსული ფრანკი ფეოდალებისა და ადგილობრივი საქსონელი წარჩინებულების მიერ დაყმევებული თავისუალი საქსები (ფრილინგები) და სოფლის ნახევრადთავისუფალნი (ლეტები). აჯანყება მიმართული იყო ფრანკი ფეოდალებისა და ადგილობრივი საქსი დიდებულების (ედელინგები) წინააღმდეგ. აჯანყებულები მოითხოვდნენ ძველი (ფეოდალიზმამდელი) წესების აღდგენას, ილაშქრებდნენ ბატონყმობის წინააღმდეგ, „მათ განდევნეს ქვეყნიდან თითქმის ყველა თავიანთი ბატონი და ძველებურად დაიწყეს ცხოვრება“. აჯანყება ლუდვიგ გერმანელმა ჩაახშო საქს დიდებულებთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]