ლეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეტები — სოციალური ფენა ძველ გერმანულ სამართლის წყაროებში („სალიკური სამართალი“, „რიპუართა სამართალი“ და სხვ). შეესაბამება ლანგობარდთა ალდიებს. ლეტები ნახევრად თავისუფალი იყვნენ — ეკავათ საშუალო მდგომარეობა თავისუფალ მეთემეთა და სერვებს შორის. მათ ჰქონდათ გარკვეული სასამართლო და ქონებრივი უფლებები, საკუთარი ვერგელდი, რომელიც თავისუფლის ვერგელდის ნახევარს უდრიდა. შეეძლოთ მიეღოთ თავისუფლება და თავისუფალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის მიეღწიათ. ფეოდალურ ურთიერთობათა ფორმირებისას ლეტები შეერწყნენ ფეოდალურად დამოკიდებულ გლეხობის კლასს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]