შინაარსზე გადასვლა

სტატუს-კვო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტატუს ქვო)

სტატუს-კვო (ლათ. status quo) — ლათინური ტერმინი, რომელიც ნიშნავს აწმყო, მიმდინარე არსთა, ურთიერთობათა, საგანთა მდგომარეობას.[1] სტატუს-კვო შენარჩუნება ნიშნავს საქმეთა, საგანთა შენარჩუნებას ისე, როგორც ისინი ამჟამადაა. შედარებისთვის „სტატუს-კვო ანტე“ ნიშნავს საგანთა მდგომარეობას ისე, როგორც იყო ადრე.[2]

სტატუს-კვოს კონცეფცია მოდის დიპლომატიური ტერმინიდან „სტატუს-კვო ანტე ბელუმ“ (status quo ante bellum), რაც ნიშნავს — „როგორც იყო ომამდე“ — მიუთითებს მოწინააღმდეგის ჯარების გაყვანას და ძალთა ბალანსის ომამდელ მდგომარეობაში აღდგენას.

არგუმენტი სტატუს-კვო შენარჩუნებაზე ხშირად მოიაზრება დიდი, რადიკალური ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის კონტექსტში. ტერმინი ხშირად მიუთითებს მნიშვნელოვან საკითხთა, როგორიცაა საზოგადოებისა ან ერის მიმდინარე სოციალურ-კულტურული კლიმატის, სტატუსზე.

ტერმინს ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები. ხშირად არსებობს მიზანმიმართული გაურკვევლობის პოლიტიკა, როდესაც გარკვეული სიტუაციის ფორმალიზების ნაცვლად მიუთითებენ სტატუს-კვოზე. პოლიტიკური გაურკვევლობის მაგალითია ტაივანის პოლიტიკური სტატუსი. ამასთან დაკავშირებით კლარკ კერს უთქვამს: „სტატუს-კვო არის ერთადერთი გამოსავალი რომელზეც ვეტოს დადება შეუძლებელია“, გულისხმობდა რა, რომ სტატუს-კვოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია; მის შესაცვლელად რაიმე ქმედებაა მისაღები.

ხშირად სპეციფიკური დაწესებულებები იქმნება რათა აქტიურად შენარჩუნდეს სტატუს-კვო. მაგ. გაეროს შექმნის მიზანი იყო შენარჩუნებულიყო მშვიდობიანი საერთაშორისო სტატუს-კვო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა.