შინაარსზე გადასვლა

ათათურქის აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტამბოლის ათათურქის აეროპორტი)
სტამბოლის ათათურქის აეროპორტი
İstanbul Atatürk Havalimanı
IATA-ს კოდი: ISLICAO-ს კოდი: LTBA
IST — თურქეთი
IST
IST
აეროპორტის მდებარეობა თურქეთში
ინფორმაცია
ტიპი საჯარო
მფლობელი სახელმწიფო აეროპორტების მთავარი სამმართველო
ოპერატორი TAV Airports Holding
ემსახურება სტამბოლი, თურქეთი
ადგილმდებარეობა იეშილქიოი, ბაქირქიოი, სტამბოლი, თურქეთი
ჰაბი AtlasGlobal
Onur Air
თურქეთის ავიახაზები (2019 წლის 6 აპრილამდე)[1]
აშენდა 1912 (როგორც აეროდრომი)
1953 (როგორც აეროპორტი)[2]
სიმაღლე ზდ 50 მ
კოორდინატები 40°58′34″ ჩ. გ. 028°48′51″ ა. გ. / 40.97611° ჩ. გ. 28.81417° ა. გ. / 40.97611; 28.81417
ვებ-გვერდი ataturkairport.com
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
17L/35R 3,000 მ ბეტონი
17R/35L 3,000 მ ბეტონი
05/23 2,580 მ ასფალტი
სტატისტიკა (2018)
სულ მგზავრი 67,981,446[3]
საერთაშორისო მგზავრი 48,811,305
წყარო: „Turkish AIP at Eurocontrol“[4]

სტამბოლის ათათურქის აეროპორტი (IATA: ISLICAO: LTBA) (თურქ. İstanbul Atatürk Havalimanı; სრული სახელით სტამბოლის მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი) — სტამბოლის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი და თურქეთის ყველაზე დიდი აეროპორტი, მგზავრთა საერთო რაოდენობის, მიმართულებებისა და თვითმფრინავების მოძრაობით. პირველად გაიხსნა 1912 წელს იეშილქიოიში, ქალაქის ევროპულ მხარეს, როგორც სამხედრო აეროდრომი. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 24 კმ დასავლეთით[5] და არის თურქეთის ავიახაზების მთავარი ჰაბი. ქალაქის სხვა, უფრო პატარა საერთაშორისო აეროპორტია საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი. 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ათათურქის აეროპორტიდან სრულდებოდა 273 პირდაპირი (ნონ-სტოპ) რეისი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მას ამ მიმართულებით მსოფლიოს მეორე აეროპორტად აქცევს, ფრანკფურტის აეროპორტის შემდეგ.[6]

აეროპორტის თავდაპირველი სახელი იყო „იეშილქიოის აეროპორტი“. 1980-იან წლებში „სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი“ დაერქვა, რაც ქემალ ათათურქის პატივსაცემად გაკეთდა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი იყო. აეროპორტი, 2015 წელს 60 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც მას მთელ მგზავრთა მოძრაობის თვალსაზრისით მსოფლიოში მე-11, ხოლო საერთაშორისო მგზავრთა მოძრაობის თვალსაზრისით მე-10 ყველაზე დატვირთულ აეროპორტად აქცევს. 2017 წლის მდგომარეობით, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მე-5 ყველაზე დატვირთული აეროპორტია, ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის, ფრანკფურტის აეროპორტისა და ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტის შემდეგ.[7]

  1. Transfer from Atatürk to Istanbul Airport to begin on April 5 - Turkey News.
  2. Istanbul Atatürk Havalimanı Turkish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 27 მარტი 2019.
  3. İstatistikler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-30. ციტირების თარიღი: 2019-03-27.
  4. LTBA – Istanbul / Atatürk / International (PDF). AIP Turkey. DHMİ Genel Müdürlüğü (5 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 June 2003. ციტირების თარიღი: 4 August 2012.
  5. Archived copy. ციტირების თარიღი: 29 January 2019
  6. aero.de - "Frankfurt offers the most destinations" 20 February 2017
  7. ‘Full’ Heathrow Extends European Hub Lead as Terror Hurts Rivals. Bloomberg Business. ციტირების თარიღი: 15 January 2016.