სსრ კავშირის საბჭოების III ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სსრკ საბჭოების III ყრილობა (რუს. III Всесоюзный съезд Советов) — სსრ კავშრის საბჭოების რიგით მესამე ყრილობა, მიმდინარეობდა 1925 წლის 13-20 მაისს მოსკოვში. ესწრებოდა 1580 დელეგატი გადამწყვეტი და 696 სათათბირო ხმით. მათ შორის რკპ (ბ) წევრი და კანდიდატი 80%, მუშა 40,5%, გლეხი 29%.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: სსრკ შემადგენლობაში თურქმენეთის და უზბეკეთის რესპუბლიკების შესვლის შესახებ (გ. პეტროვსკი); სსრკ მთავრობის ანგარიში (ა. რიკოვი); სსრკ მრეწველობის მდგომარეობა (ფ. ძერჟინსკი); საბჭოთა მშენებლობის საკითხები (მ. კალინინი); გლეხურ მეურნეობათა განვითარებისა და განმტკიცების ღონისძიებები (ლ. კამენევი); სსრკ ფინანსთა სახალხო კომისარიატის მოხსენება (გ. სოკოლნიკოვი); წითელი არმიის შესახებ (მ. ფრუნზე); სსრკ ცაკის არჩევნები (ა. ენუქიძე).

ყრილობამ ერთხმად მიიღო დადგენილება სსრკ შემადგენლობაში თურქმენეთისა და უზბეკეთის სსრ-ების შესვლის შესახებ და შეიტანა შესაბამისი ცვლილებები სსრკ კონსტიტუციაში. ყრილობამ მოიწონა მთავრობის მოღვაწეობა და მისცა დირექტივა ცაკსა და სახკომსაბჭოს მშვიდობისათვის ბრძოლის გაძლიერებისა და საერთაშორისო-სამეურნეო კავშირების განვითარების შესახებ. მოხსენებაშ მრეწველობის მდგომარეობის თაობაზე აღინიშნა საბჭთა ეკონომიკის სწრაფი განვითარება 1924 წლის II ნახევრიდან. ყრილობამ დასახა მრეწველობის, განსაკუთრებით კი მძმე მრეწველობის შემდგომი განვითარების ღონისძიებები. სპეციალურ დადგენილებაში ყრილობამ მიუთითა, რომ კოოპერირება გლეხურ მეურნეობათა აღმავლობისა და გლეხობის სოციალისტურ მშენებლობაში ჩაბმა ერთადერთი გზაა. ფინანსთა სახალხო კომისარიატის მოხსენების გამო, ყრილობამ აღნიშნა, რომ სსრკ მშრომელებმა უცხოეთის ქვეყნების დახმარების გარეშე დაამყარეს მტკიცე საფინასო წესრიგი. ყრილობამ მოიწონა შეიარაღებული ძალების გარდაქმნა და მიუთითა ქვეყნს თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცების აუცილებლობაზე.

ყრილობამ აირჩია სსრკ-ის ცაკი 833 კაცის შემადგენლობით (581 წევრი და 252 კანდიდატი). კავშირების საბჭში შევიდა 450 კაცი და 199 კანდიდატი, ეროვნებათა საბჭოში — 131 წევრი და 53 კანდიდატი.

  • 1927 წლის 15 თებერვალს მოსკოვში გაიმართა სსრ კავშირის ცაკის III სესია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. газ. «Советская Абхазия», №38 (1605), 17 февраль, 1927