სსრ კავშირის საბჭოების II ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სსრკ მუშათა, გლეხთა და არმიის დეპუტატთა საბჭოების II ყრილობა (რუს. II Всесоюзный съезд Советов рабочих, крестьянских и армейских депутатов) — სსრ კავშრის საბჭოების რიგით მეორე ყრილობა, მიმდინარეობდა 1924 წლის 26 იანვარი - 2 თებერვალს მოსკოვში. ესწრებოდა 2124 დელეგატი (1540 გადამწყვეტი და 584 სათათბირო ხმით).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: საბჭოთა მთავრობის მოღვაწეობა (ლ. კამენევი); სსრკ კონსტიტუციის დამტკიცება (ა. ენუქიძე); სსრ ბიუჯეტი (მ. ვლადიმიროვი); ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო ბანკის შექმნა (ა. ციურუპა); სსრკ-ის ცაკის შექმნა — კავშირის საბჭოს არჩევნები და ეროვნებათა საბჭოს დამტკიცება.

ყრილობის მუშაობა მიმდინარეობდა ვ. ლენინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გლოვის დღეებში, მის ხსოვნას მიეძღვნა პირველი სხდომა. ლენინის „ანდერძისა“ და მისი შესრულების შესახებ სიტყვით გამოვიდნენ ი. სტალინი, კ. ვოროშილოვი, მ. კალინინი, ნ. კრუპსკაია, ა. ლუნაჩარსკი, კ. ცეტკინი, სსრკ მთავრობის წევრები, მუშათა, გლეხთა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. ყრილობამ მიიღო მიმართვა „მშრომელი კაცობრიობისადმი!“. 21 იანვარი გამოცხადდა გლოვის დღედ, გადაწყდა მავზოლეუმის აგება წითელ მოედანზე, ვ. ლენინის ძეგლების დადგმა მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებში, აგრეთვე ლენინგრადში. პეტროგრადს ეწოდა ლენინგრადი. ყრილობამ მოიწონა მოხსენება სსრკ მტავრობის მუშაობის შესახებ, დაამტკიცა სსრკ კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ცაკი შედგებოდა 2 პალატისაგან: კავსირის საბჭოში აირჩიეს 414 წევრი და 220 კანდიდატი, ეროვნებათა საბჭოში — 100 წევრი (70 — რსფსრ, 5 — უკრაინის სსრ, 5 — ბელორუსიის სსრ, 20 — ამიერკავკასიის სფსრ). მიიღეს დადგენილება საფინანსო პოლიტიკის შესახებ, დაარსდა ცენტრალური სასოფლო-სამეურნეო ბანკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]