სპორტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
სპორტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქვეყნის ფართო მასების მიერ არის მიღებული. არაბთა გაერთიანებული საამიროებში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია. ქვეყნის ღირშესანიშნავ მიღწევებს შორის არის: კლუბ ალ აინ-ის მიერ მოგებული AFC ჩემპიონთა ლიგა; აგრეთვე აღნიშნული ლიგა მეორე ადგილზე 2005 წელს დაასრულეს. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უეფას მსოფლიო თასზე პირველად, და ჯერჯერობით უკანასკნელად, 1990 წელს იასპარეზეს; ამ შედეგით საამიროები გახდა მეოთხე ქვეყანა შუა-აღმოსავლეთიდან, ეგვიპტის (კვალიფიკაცია მიიღო იტალიისთვის 1934 წელს), ქუვეითის (კვალიფიკაცია მიიღო ესპანეთისთვის 1982 წელს) და ერაყის (კვალიფიკაციით მიიღო მექსიკისთვის 1986 წელს) შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს თასზე მიიღი მონაწილეობა.
ფეხბურთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა არის ფეხბურთი. არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ასოციაცია პირველად 1971 წელს შეიქმნა და ამის შემდეგ დროსა და ძალისხმევას არ იშურებს თამაშის პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზებისთვის, და არა მხოლოდ მისი მოთამაშეების, არამედ ოფიციალური პირების და მწვრთნელების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 1990 წელს ეგვიპტეში ჩატარებულ ფიფას მსოფლიო თასში. 1982 წელს ქუვეითისა და ალჟირის, ხოლო 1986 წელს ერაყისა და ალჟირის შემდეგ, ეს იყო ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას 2 არაბული ნაცია იღებდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებმა 2005 წლის კირინას თასი: გუნდმა იაპონიასთან ანგარიშით 1:0 გამარჯვების შემდეგ, ტიტული პერუსთან გაიზიარა.
კრიკეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიკეტი მეორე ყველაზე პოპულარული სპორტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უმეტესწილად სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან გადმოსახლებული მოსახლეობის გამო. ქვეყანაში ბევრი კრიკეტის მოედანია, თუმც მათგან ყველაზე პოპულარულებია: შარჯაჰ კრიკეტის სოციაციის სტადიონი, შეიხ ზაედის სტადიონი, ალ ჯაზირა მუჰამედ ბინ ზაედის სტადიონი, აჯმან ოვალისა და დუბაის საერთაშორისო კრიკეტის სტადიონი. დუბაიში მდებარეობს სპორტის მმართველი ორგანო საერთაშორისო კრიკეტის საბჭო.
საამიეროების ეროვნულმა კრიკეტის ნაკრებმა წარსულში რამდენიმე დიდ ტურნირში მიიღო მონაწილეობა; მათ შორის არის 1996 წლისა და უახლესი, 2015 წლის მსოფლიო თასები. საამოროებმა თავადვე უმასპინძლეს 2014 წლის 19-წლამდელთა კრიკეტის მსოფლიო თასს. მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის ნაკრებში ძირითადად უცხოელი ემიგრანტები შედიან, ქვეყანამ მაინც მოახერხა და მრავალი ნიჭიერი მოთამაშე აღზარდა; მაგალითად, მათ შორის არიან: სულთან ზარავანი და მუმაჰამ თაქირი. კრიკეტში ჩადებული ინვესტიციების გათვალისწინებით, ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა პოპულარობით მალევე გადაუსწრებს ფეხბურთს.
ჯიუ ჯიცუ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბთა გაერთიანებული საამიროები, კონკრეტულად აბუ დაბი (ბრაზილიური) ჯიუ ჯიცუს გობალური ცენტრია და ქვეყნის სპორტის სახეობებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. ქვეყანაში სპორტის გავრცელების სისწრაფე ფენომენალური იყო და დღევანდელი მდგომარეობით მისი პოპულარობა გაუმჯობესდა კიდეც; სპორტის ამ სახეობაზე განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯიუ ჯიცუს ფედერაცია ზრუნავს.
ქვეყანაში ხშირად იმართება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებები, რაც მას ამ ნაზი ხელოვნების მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანად ხდის.
საერთაშორისო და საშინაო ტურნირების კულმინაცია ყოველ სეზონზე მთავრდება „აბუ-დაბის მსოფლიო პრო ყოველწლიური“ ღონისძიებით, რომელიც ღია ტურნირია და მონაწილეობის მიღება შეუძლია არა მხოლოდ რეგიონალური ტურნირების გამარჯვებულებს, არამედ ყველას, ვისაც მონაწილეობა სურს.
კალათბურთო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანამ უმასპინძლა 2014 წლის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს; ამით იგი გახდა პირველი აზიის ქვეყანა რომელმაც მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Media related to Sports in the United Arab Emirates at Wikimedia Commons