სიმონ კინწურაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კიკნაძე.

სიმონ კინწურაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1924 ქუთაისი — გ.1993, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი და ხელოვნებათმცოდნე.

ბიოგრაფია

სიმონ კინწურაშვილმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი-ს სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1951-1953 წლებში მუშაობდა "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორად, 1953-1962 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიი-ს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1962-1980 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირი-ს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1970 წლიდან გარდაცვალბამდე - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი-ს არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურული პროექტების კათედრის დოცენტი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგედ; ავტორია გეგმარებითი პროექტების, გამოფენებისა და სხვა.

მას მიღებული აქვს "საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის" ჯილდო, და "საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო პრემია" (1980) მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.[1][2]

ლიტერატურა

ჯილდოები და პრემიები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი.
  2. (2021) საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2.. მწიგნობარი, გვ. 157. 
  3. რედკოლეგია: სიმონ კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), ვახტანგ დოლიძე, უშანგი სიდამონიძე, გიორგი ცქიტიშვილი (1990). საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბილისი. 
  4. კანდელაკი, თეიმურაზ; კინწურაშვილი, სიმონ (1967). ქართული კურორტების მომავალი. საბჭოთა ხელოვნება. 
  5. Dzhanberidze, Nodar; Karbelashvili, Meri; Kintsurashvili, Simon (1961). Arkhitektura Tbilisi: Putevoditel. Tbilisi: Sabchota Sakartvelo. ISBN 1098194 Invalid ISBN. 
  6. სუმბაძე, ლონგინოზ; კინწურაშვილი (1985). ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.9.. 
  7. საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები.