სახელმწიფო ენა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: mt:Lingwa uffiċjali |
მ ბოტის დამატება: yo:Èdè isẹ́ọba |
||
ხაზი 117: | ხაზი 117: | ||
[[vi:Ngôn ngữ chính thức]] |
[[vi:Ngôn ngữ chính thức]] |
||
[[wa:Lingaedje oficir]] |
[[wa:Lingaedje oficir]] |
||
[[yo:Èdè isẹ́ọba]] |
|||
[[zh:官方语言]] |
[[zh:官方语言]] |
||
[[zh-min-nan:Koaⁿ-hong gí-giân]] |
[[zh-min-nan:Koaⁿ-hong gí-giân]] |
03:31, 13 ოქტომბერი 2009-ის ვერსია
სახელმწიფო ენა არის ენა, რომელიც ამ სტატუსით არის განსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციაში, ან კონსტიტუციის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფოს კანონებში. ეს არის ენა, რომელსაც სახელმწიფოს მოქალაქეები იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) ურთიერთობებისას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო ენა, რომელიც ასეთად აღიარებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეროვნული უმცირესობების ენებისაგან, რომელთაც აქვს სახელმწიფო (ოფიციალური) ენის სტატუსი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - ქართული და აფხაზური. ანალოგიური სტატუსი აქვს თათრულ ენას თათარსტანის რესპუბლიკაში (რუსეთი), კატალონიურ ენას კატალონიაში (ესპანეთში), ფრანგულ ენას ლუიზიანის შტატში (აშშ) და ა.შ. თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს დაფიქსირებული სახელმწიფო ენა, ზოგიერთ შემთხვევაში - ორი, სამი და მეტი ენა.
- 2 სახელმწიფო ენა: კანადა, ფინეთი, ირლანდია, ბელარუსი, ავღანეთი, ჰაიტი...
- 3 სახელმწიფო ენა: ბელგია, პარაგვაი, ...
- 4 სახელმწიფო ენა: შვეიცარია, სინგაპური, ...
და ბოლოს, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ენის ცნება არ არსებობს, უფრო ზუსტად, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. მათ რიცხვს მიეკუთვნება ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ერიტრეა, შვედეთი და სხვები. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ქვეყნის უმრავლესობის ენებს მოიხსენიებენ ოფიციალური ენის სახელით.