ცვლილებები

Jump to navigation Jump to search
ომის დაწყებიდან უკცე 8 წელი გავიდა, რომლშიც რომაელებმა დაამტკიცეს თავისი სახმელეთო უპირატესობა და შექმნეს ფლოტი, რომელმაც, უკვე შეძლო კართაგენული გამოცდილი ფლოტისთვის ღირსეული მეტოაქეობის გაწევა. სიცილიაზე 8 წლიანი ომის შემდეგ ორივე მხარე ჩიხში შევიდა, ვინაიდან ორივე მხარე ერთნაერად ძლიერი იყო. ჩიხიდან გამოსასვლელად რომაელებმა გადაწყვიტეს საომარი მოქმედებების [[ლივია|ლივიის]] დაუცველ ნაპირებზე გადატანა.
 
რომაელებმა [[მესენამესინა]]ში გადაისროლეს 330<ref>[[აპიანე]]ს თანახმად 350.</ref> გემი. ფლოტს ორივე [[კონსული]], [[მარკუს ატილიუს რეგულუსი]] და [[ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი]] მეთაურობდნენ, აქედან კი ფლოტი ეკნომისკენ დაიძრა, სადაც სახმელეთო ჯარები იდგა, რომელიც 4 [[ლეგიონი]]სგან და დამხმარე ჯარებისგან შედგებოდა. ამავდროულად კართაგენელებმა ჯერ [[ლილიბეის კუნძულები|ლილიბეისკენ]], შემდეგ [[ჰერაკლეა მინოა]]სკენ გადაისროლეს 350 გემი. კართაგენელებს კარგად ესმოდათ ლივიის ნაპირების დაუცველობა, ამიტომ მათ განიძრახეს საზღვაო ბრძოლით აღეკვეთათ რომაელთა აფრიკული ექსპედიცია. ამიტომ კართაგენული ფლოტიც ეკნომისკენ გაემართა.
 
რომაული ფლოტი, ისევე როგორც ლეგიონები, 4 ნაწილად იყო დაყოფილი. პირველ ნაწილს ერქვა პირველი ლეგიონი და პირველი ფლოტი, და ა.შ. მეოთხე ნაწილს კი მესამე სახელიც ჰქონდა, სახმელეთო ჯარების მსგავსად, მათ [[ტრიარიუსი|ტრიარიუსები]] ერქვათ. რომაულ ფლოტში სულ 140 000 ჯარისკაცი იყო.
{{რომის ისტორია}}
 
14,352

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ