ლიპარის კუნძულებთან ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიპარის კუნძულებთან ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი

ლიპარის კუნძულები
თარიღი ძვ. წ. 260
მდებარეობა ლიპარის პორტი, სიცილია
შედეგი კართაგენის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინა ჰანიბალ გისკო
ძალები
17 გემი 20 გემი
დანაკარგები
ფლოტის დაკარგვა უცნობი

ლიპარის კუნძულებთან ბრძოლაპირველი პუნიკური ომის პირველი საზღვო ბრძოლა, რომელიც გაიმართა ძვ. წ. 260 წელს.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრიგენტუმის აღების შემდეგ, სიცილიაზე სახმელეთო უპირატესობა რომაელებს ჰქონდათ, ხოლო ფლოტი კი კართაგენის უფრო ძლიერი იყო. რომაელებმა დაიმორჩილეს სიცილიის შიდა ნაწილი, ხოლო ზღვისპირა ქალაქებში კართაგენელები ბატონობდნენ. ამ სიტუაციის შესაცვლელად რომისთვის აუცილებელი იყო ფლოტი. რომაელებმა ააშენეს 100 ხუთგემბანიანი და 20 სამგემბანიანი გემი. რომაელებს გემთა მშენბლობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდათ, ისინი მესინას ბრძოლამდე დატყვევებული ერთადერთი კართაგენული გემის მაგალითზე აშენებდნენ გემებს.

ახალ აშენებულ ფლოტს სათავეში გნეუს კორნელიუს სციპიონი ჩაუდგა. მან მესინასკენ გასცურა 17 გემით, დანარჩენი ფლოტი რამდენიმე დღის შემდეგ უნდა მოსულიყო.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დროს რომაელებს მიეცათ საშუალება ღალატის მეშვეობით ლიპარი ჩაეგდოთ ხელში. სციპიონმა გადაწყვიტა არ დალოდებოდა დანარჩენ ფლოტს და არსებული გემების მესვეობით აეღო ქალაქი. როდესაც პანორმაში მყოფნა ჰანიბალმა შეიტყო სციპიონის ლიპარში ჩასვლის ამბავი, მან გაგზავნა ბოოდესი 20 გემით. ბოოდესმა ღამით ჩაკეტა პორტში რომაული ფლოტი. დაბნეული ჯარისკაცები გამთენიისას ქალაქში გაიქცნენ, ხოლო სციპიონი ტყვედ ჩაბარდა. ამ მოვლენის შედეგად შეარქვეს სციპიონს ასინა, რაც ლათინურად ვირს ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]