ონეგის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 36: | ხაზი 36: | ||
[[აგვისტო]]ში წყლის მაქსიმალური [[ტემპერატურა]] ზედაპირთან ტბის ღია ნაწილში 20-24°C, ყურეში 24-27°C. ცენტრალურ ნაწილში ტბა იყინება შუა იანვარში, ნაპირებთან და ყურეებში — ნოემბერ-დეკემბერში. წყალი მტკნარია. მდიდარია თევზით. |
[[აგვისტო]]ში წყლის მაქსიმალური [[ტემპერატურა]] ზედაპირთან ტბის ღია ნაწილში 20-24°C, ყურეში 24-27°C. ცენტრალურ ნაწილში ტბა იყინება შუა იანვარში, ნაპირებთან და ყურეებში — ნოემბერ-დეკემბერში. წყალი მტკნარია. მდიდარია თევზით. |
||
== გალერეა == |
|||
<gallery mode="packed-overlay" heights="120px"> |
<gallery mode="packed-overlay" heights="120px"> |
||
ფაილი:Sosnovetz.JPG |
ფაილი:Sosnovetz.JPG |
||
ხაზი 42: | ხაზი 41: | ||
ფაილი:Onega lake Ascension.jpg |
ფაილი:Onega lake Ascension.jpg |
||
</gallery> |
</gallery> |
||
==იხილეთ აგრეთვე== |
|||
* [[რუსეთის ტბები]] |
|||
== ლიტერატურა == |
== ლიტერატურა == |
17:01, 18 მაისი 2020-ის ვერსია
ონეგის ტბა | |
---|---|
ონეგის ტბა | |
კოორდინატები: 61°43′ ჩ. გ. 35°29′ ა. გ. / 61.717° ჩ. გ. 35.483° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 35 მ |
სიგრძე | 245 კმ |
სიგანე | 91,6 კმ |
ფართობი | 9,7 კმ² |
მოცულობა | 285 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 127 მ |
ონეგის ტბა (რუს. Онежское озеро, ფინ. Ääninen, Äänisjärvi) — გამდინარე ტბა რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთში (კარელიის რესპუბლიკა, ლენინგრადისა და ვოლოგდის ოლქები). ფართობი 9,7 ათ. კმ² (კუნძულების გარეშე). საშუალო სიღრმე — 30 მ, მაქსიმალური — 127 მ. წლის მოცულობა საშუალო დონის დროს 292 კმ³. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში. ვრცელდება 250 კმ-ზე. კრისტალური ქანებით აგებული ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირები კლდოვანია, სანაპირო ხაზი — შეჭრილ-შემოჭრილი. ქვიშებითა და თიხებით აგებული სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირი მეტწილად დაბალი, სუსტად დანაწევრებული და დაჭაობებულია.
ონეგის ტბაში 1369 კუნძულია (ფართობი 250 კმ²). ტბას ერთვის 59 მდინარე, გამოედინება მდინარე სვირი. ონეგის ტბის წყლის ბალანსის შემოსავლის 74 % მოაქვთ მდინარეებს, 25 % — ატმოსფერულ ნალექებს; გასავლის 84 % მდინარე სვირზე მოდის. წყლის დონე უმაღლესია ივნის-აგვისტოში, უდაბლესი — მარტ-აპრილში. დონეთა რყევის მაქსიმალური სიდიდე 190 სმ აღწევს. ტბაზე შეიმჩნევა სეიშები.
აგვისტოში წყლის მაქსიმალური ტემპერატურა ზედაპირთან ტბის ღია ნაწილში 20-24°C, ყურეში 24-27°C. ცენტრალურ ნაწილში ტბა იყინება შუა იანვარში, ნაპირებთან და ყურეებში — ნოემბერ-დეკემბერში. წყალი მტკნარია. მდიდარია თევზით.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 352.
- Озера Карелии. Справочник, Петрозаводск, 1959;
- Григорьев С.В., Внутренние воды Карелии и их хозяйственное использование, Петрозаводск, 1961;
- Богословский В., Георгиевский Ю., Онего, Л., 1969;
- Тепловой режим Онежского озера, 1973.
რესურსები ინტერნეტში
- ონეგის ტბა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ონეგის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)