სეიშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდგრადი ტალღა (წითლად) წარმოადგენს გავრცელებული ორი ტალღის ჯამურ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებას (ლურჯი და წითელი)

სეიშები (ფრანგ. Seiche) — დიდი პერიოდის (რამდენიმე წთ-იდან ათეულ სთ-მდე) მქონე მდგრადი ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება მეტ-ნაკლებად დახშულ წყალსატევებში (ზღვა, ტბა, ყურე და სხვა). სეიშები გარეშე ძალების (ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილება, ქარი, სეისმური მოვლენები და სხვა) გავლენით წარმოქმნილი ტალღებისა და აუზის ნაპირებიდან არეკვლილი ტალღების ინტერფერენციის შედეგია.

სეიშების ამპლიტუდა რამდენიმე მმ-იდან რამდენიმე მ-მდეა. სეიშების დროს რხევით მოძრაობაში ჩართულია წყლის მთელი მასა, მაგრამ არსებობს ერთი ან რამდენიმე ხაზი, ე. წ. საკვანძო ხაზი, სადაც წყლის დონე არ იცვლება. განარჩევენ ერთ და მრავალკვანძიან სეიშებს. ტერმინი შემოღებულია 1890 წელს შვეიცარიელი ბუნებისმეტყველის ფრანსუა ალფონს ფორელის მიერ, რომელმაც აღნიშნული მოვლენა პირველად შეისწავლა ჟენევის ტბაზე, სადაც სეიშების ამპლიტუდა 2 მეტრამდე აღწევს (დაახლოებით 1 საათის განმავლობაში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]