ნიუტონის კანონები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
'''ნიუტონის კანონების ალტერნატიული ფორმულირება''' |
'''ნიუტონის კანონების ალტერნატიული ფორმულირება''' |
||
'''I კანონი |
'''I კანონი''' — [[ინერციულ ათვლის სისტემა|ათვლის ინერციულ სისტემაში]] სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, ვიდრე მასზე რაიმე [[ძალა]] არ იმოქმედებს. |
||
'''II კანონი |
'''II კანონი''' — ათვლის ინერციულ სისტემაში სხეულზე მოქმედი ძალები იწვევს ამ სხეულის აჩქარებას და ეს აჩქარება ტოლია მოქმედი [[ძალების ტოლქმედი|ძალების ტოლქმედის]] შეფარდებისა სხეულის [[მასა|მასასთან]] <math>\overrightarrow{a}=\frac{\overrightarrow{F}}{m}</math> |
||
'''III კანონი |
'''III კანონი''' — როდესაც ერთი სხვეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორეს სხეულისგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით'''. <math>\overrightarrow{F_1}=-\overrightarrow{F_2}</math>''' |
||
==იხილეთ აგრეთვე== |
==იხილეთ აგრეთვე== |
15:04, 8 მარტი 2017-ის ვერსია
ნიუტონის კანონები — სამი კანონი, რომლებიც საფუძვლად უდევს ეგრეთ წოდებულ კლასიკურ მექანიკას.[1]
ჩამოაყალიბა ისააკ ნიუტონმა 1687 წელს. პირველი კანონი: „ყოველი სხეული ცდილობს შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობა, ვიდრე და რამდენადაც იგი იძულებული არ გახდება მოდებული ძალების გავლენით შეიცვალოს ეს მდგომარეობა“. მეორე კანონი: „მოძრაობის რაოდენობის ცვლილება პირდაპირპროპორციულია მოდებული მამოძრავებელი ძალისა და მიმართულია ამ ძალის მოქმედების წრფის გასწვრივ“. მესამე კანონი: „ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება; სხვანაირად: ორი სხეულის ურთიერთქმედება ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ“.[1]
ნიუტონის კანონები არის გალილეო გალილეის, კრისტიან ჰიუიგენსის, თვითნ ნიუტონისა და სხვათა მრავალი დაკვირვების, ცდებისა და თეორიული კვლევის შედეგი. თანამედროვე წარმოდგენებისა და ტერმინოლოგიის თანახმად, I და II კანონის განხილვისას სხეულში უნდა გვესმოდეს მატერიალური წერტილი, ხოლო მოძრაობაში — მოძრაობა ათვლის ინერციული სისტემის მიმართ.[1]
ნიუტონის კანონები მართებული აღარ არის ძალიან მცირე ზომის ობიექტების (ელმენტარული ნაწილაკების) მოძრაობისათვის და სინათლის სიჩქარის მახლობელ სიჩქარეებით მოძრაობისას.[1]
ნიუტონის კანონების ალტერნატიული ფორმულირება
I კანონი — ათვლის ინერციულ სისტემაში სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, ვიდრე მასზე რაიმე ძალა არ იმოქმედებს.
II კანონი — ათვლის ინერციულ სისტემაში სხეულზე მოქმედი ძალები იწვევს ამ სხეულის აჩქარებას და ეს აჩქარება ტოლია მოქმედი ძალების ტოლქმედის შეფარდებისა სხეულის მასასთან
III კანონი — როდესაც ერთი სხვეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორეს სხეულისგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 450.