გივი სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გარდაცვალების ადგილი = [[თბილისი]], [[საქართველო]]
| მოქალაქეობა =
| სამეცნიერო სფერო = [[ჰიდროლოგია]] <br>[[ჰიდროენერგეტიკა]]
| მუშაობის ადგილი = [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]<br>[[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება]] და სხვა
| მუშაობის ადგილი =
| ალმა-მატერი = [[საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი]]
| სამეცნიერო ხელმძღვანელი =
| განთქმული მოსწავლეები =
| ცნობილია როგორც =
| ჯილდოები და პრემიები = პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია<br>ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
| საიტი =
}}
 
== ბიოგრაფია ==
[[1944]] წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი; [[1948]] წელს გახდა [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის]] წევრი; [[1958]]-[[1971]] წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას; [[1971]] წლიდან [[თსუ|თსუ-ის]]-ის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა. [[1976]] წლიდან — სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] ვიცე-პრეზიდენტი ([[1980]]).
 
სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.
მის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ნაშრომი „საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება“ ([[1960]]-[[1961]], ტ. 1-10). სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს, კოლხეთის დაშრობის შესაძლო [[კლიმატი|კლიმატური]] ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.
 
== ჯილდოები ==
თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია ([[1972]]). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს სახელობის პრემია ([[1982]]). დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენითა და მედლებით.
 

სანავიგაციო მენიუ