კარლ ფრიდრიხ ნაუმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
| ფოტოს სიგანე =
| ფოტოს სიგანე =
| სიგანე =
| სიგანე =
| წარწერა =
| წარწერა = კარლ ფრიდრიხ ნაუმანი
| დაბადების თარიღი =
| დაბადების თარიღი = [[30 მაისი]], [[1797]]
| დაბადების ადგილი =
| დაბადების ადგილი = [[დრეზდენი]], [[გერმანია]]
| გარდაცვალების თარიღი =
| გარდაცვალების თარიღი = [[26 ნოემბერი]], [[1873]]
| გარდაცვალების ადგილი =
| გარდაცვალების ადგილი = [[ლაიფციგი]], [[გერმანია]]
| მოქალაქეობა =
| მოქალაქეობა =
| სამეცნიერო სფერო =
| სამეცნიერო სფერო = [[გეოლოგია]]
| მუშაობის ადგილი =
| მუშაობის ადგილი =
| ალმა-მატერი =
| ალმა-მატერი =

16:07, 20 იანვარი 2013-ის ვერსია

კარლ ფრიდრიხ ნაუმანი
Carl Friedrich Naumann
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1797
დაბ. ადგილი დრეზდენი, გერმანია
გარდ. თარიღი 26 ნოემბერი, 1873
გარდ. ადგილი ლაიფციგი, გერმანია
მოქალაქეობა საქსონიის სამეფო
საქმიანობა გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და მინერალოგი
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი და ფრაიბერგის სამთო აკადემია
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი და იენის უნივერსიტეტი[1]
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მამა იოჰან გოტლიბ ნაუმანი
დედა Catharina Magdalena Naumann
შვილ(ებ)ი ერნსტ ნაუმანი
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და უოლასტონის მედალი[2]

კარლ ფრიდრიხ ნაუმანი (გერმ. Carl Friedrich Naumann; დ. 30 მაისი, 1797, დრეზდენი — გ. 26 ნოემბერი, 1873, ლაიფციგი) — გერმანელი მინერალოგი და გეოლოგი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1857). დაიბადა ქალაქ დრეზდენში, გამოჩენილი მუსიკოსისა და კომპოზიტორის ოჯახში. განათლება მიიღო პფორტაში, სწავლობდა ფრაიბერგის სამთო სკოლაში, ხოლო მოგვიანებით ლაიფციგსა და იენაში. სასწავლებელი დაამთავრა ქალაქ იენაში და 1823 წელს იქვე დაიწყო სწავლება, ხოლო 1 წლის შემდეგ გადაინაცვლა ქალაქ ლაიფციგში. 1835 წელს ფრაიბერგში გახდა გეოგნოზიის პროფესორი. 1842 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტში გახდა მინერალოგიისა და გეოგნოზიის პროფესორი. 1846 წელს ბერნჰარდ ფონ კოტასთან ერთად შექმნა საქსონიის გეოლოგიური რუკა. კარლ ფრიდრიხ ნაუმანი ენციკლოპედიური ცოდნით იყო აღჭურვილი. 1821-1822 წლებში იმოგზაურა ნორვეგიაში, რის შემდეგ დაწერა ნაშრომები კრისტალოგრაფიაში, მინერალოგიასა და გეოლოგიაში. ავტორია სახელმძღვანელოებისა გეოლოგიასა და მინერალოგიაში. 1866 წელს კაინოზოური ჯგუფის რიგით პირველი სისტემისათვის შემოიღო სახელწოდება პალეოგენური სისტემა. 1868 წელს მიენიჭა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის სახელობის მედალი. გეოლოგიურ ლიტერატურაში შეიტანა ცნება მეტასომატოზი. მისი სახელობისაა კრატერი მთვარეზე.

  1. Mathematics Genealogy Project — 1997.
  2. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal